წელს Elite Model Look-ის მსოფლიო ფინალზე საქართველო წარადგინეს სამოდელო სააგენტო IC Model Management-ის მოდელებმა და Eite Model Look Georgia 2018-ის გამარჯვებულებმა 15 წლის მარიამ გეჩუაშვილმა რუსთავიდან და 17 წლის რეზი კალანდარიშვილმა თბილისიდან.
35th ELITE MODEL LOOK-ის მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებად 17 წლის ვენ დი ჩინეთიდან და 18 წლის მაქსიმი რუსეთიდან დასახელდნენ.
“Elite Model Look”-ი გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული, პროფესიული სამოდელო კონკურსი, რომელიც აძლევს დამწყებ მოდელებს უნიკალურ შესაძლებლობას გახდნენ მსოფლიო მოვლენის მონაწილენი და დაიკავონ საპატიო ადგილი მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპ მოდელთა შორის, როგორებიც არიან: ლინდა ევენგელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.
“Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა.
მათთვის, ვისაც სურს დაიწყოს პროფესიული სამოდელო კარიერა გაცნობებთ, რომ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის “Elite Model Look Georgia 2019” მონაწილეთა უფასო რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის ოფისში ნიკო ნიკოლაძის N6-ში.