საქართველოში 90-იან წლებს ხშირად ბნელ ეპოქად მოიხსენიებენ, თუმცა იმ დროშიც იყვნენ ვარსკვლავები, რომლებიც ანათებდნენ და ახალისებდნენ შოუბიზნესს. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, თუმცა 90-იანი წლების მოდის ინდუსტრიაში ყველაზე აქტუალური სახეები კვლავ შესაშურ ფორმაში არიან:
კრისტი ყიფშიძე ქართული სამოდელო სააგენტო “ნატალის” ერთ-ერთი პირველი მოდელია. კრისტის ჰყავს ასევე ეშხიანი და მომხიბვლელი ქალიშვილი ნატალი ყიფშიძე. დედა-შვილი დებს უფრო ჰგავს. კრისტი წლების შემდეგ კვლავ თვალისმომჭრელად გამოიყურება.
ნინო ცქიტიშვილი საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდელის, თაკო ნაცვლიშვილის დედაა. თავად ნინომ კი სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როცა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელმა ქუჩაში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. ნინომ სამოდელო სააგენტო “„Look Modéls Managemént“-ი დააარსა.
თაკო ჩხეიძემ ასევე სამოდელო სააგენტო "ნატალიში" დაიწყო საქმიანობა 1995 წელს. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-სა და პარიზის სააგენტო "ვივაში". მონაწილეობდა ცნობილი დიზაინერების - სელინის, ჰუგო ბოსის, ვივიენ ვესტვუდის ჩვენებებში. თაკო, ადრეულ ასაკში ქორწინების მიუხედავად, წარმატებით ახერხებდა ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის შეთავსებას. მისი მეუღლე დიპლომატი რუსლან აბაშიძეა.
ირინა ონაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქართველი მოდელია. იგი იყო "მის საქართველო 2003". ირინა ონაშვილის პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა, მოგვიანებით ის ახლა უკვე ყოფილ მინისტრზე, ლადო ვარძელაშვილზე დაქორწინდა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.
მაკა ასათიანი 90-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სახე იყო ქართულ შოუბიზნესსა და მოდის სამყაროში. მას წლებთან ერთად ქარიზმაც კიდევ უფრო მოემატა.