ლონდონში მოდის კვირეული დაიწყო. ბრენდ Burberry-ს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი პოდიუმზე - ირინა შეიკი იყო.
ჩვენების შემდეგ მოდელმა Instagram-ზე ფოტო განათავსა, სადაც ბრიტანული Vogue-ის მთავარ რედაქტორთან, ედუარდ ენიფულთან და მოდელებთან - ნატალია ვოდიონოვასთან და მარია კარლოს ბოსკონოსთან ერთად პოზირებს.