მოდელები

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც იტალიური ბრენდის სახე გახდა

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც იტალიური ბრენდის სახე გახდა
21 წლის ქართველი მოდელის მარიამ არჩემაშვილის შესახებ ჩვენმა მკითხველმა რამდენიმე წლის წინ შეიტყო - მაშინ ის პირველ სერიოზულ ნაბიჯებს დგამდა საერთაშორისო სამოდელო სამყაროში. მას მერე მარიამის კარიერაში იყო ბევრი საინტერესო და წარმატებული ჩვენება თუ ფოტოსესია, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ იგი იტალიური ბრენდის - VALENTI-ს 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიის სახედ დასახელდა.

მარიამს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოფიური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. როგორც წლების წინ ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, მოდელობაზე არ უოცნებია:
- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა
იყოს, არასდროს მიფიქრია მოდელობაზე, ყოველთვის მსახიობობაზე
ვოცნებობდი. არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ კარგი გარეგნობით გამოვირჩეოდი და მეტიც, თითქმის არავის არასდროს არ უთქვამს, "რა ლამაზი ხარო", ან რაიმე მსგავსი...

მერე კი მის ცხოვრებაში ერთი უჩვეულო რამ მოხდა - ის აღმოაჩინა აგენტმა გიორგი პაპიძემ, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი მოდელის, ბიანკა ბალტის სოციალური მედიის ასისტენტი იყო: განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30