სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის წარმატებულმა მოდელმა, 19 წლის ქეთა ლომაძემ, მონაწილეობა მიიღო ახლახან გამართულ პარიზის შემოდგომა-ზამთრის მოდის კვირეულზე (Ready To Wear Fall Winter 2019 Paris).
ის წარმატებით გამოვიდა სამი ბრენდის შოუზე: Jarel Zhang, Dawei Studio და Noir Kei Ninomiya
ქეთა ლომაძე გახლავთ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის, Elite Model Look Georgia 2014-ის გამარჯვებული და “IC Model Management”-ის ერთ-ერთი წამყვანი მოდელი, რომელსაც პარიზში ცნობილი სამოდელო სააგენტო City Models-ი წარადგენს.