„ბომონდის“ ახალი რუბრიკის, „ბლიც ინტერვიუს“ სტუმარი 15 წლის მოდელი მატილდა გვარლიანია, რომელიც დასამახსოვრებელი სილამაზითა და განსხვავებული ვიზუალით მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
მატილდას ამ დროისთვის წარმატებულ სამოდელო სააგენტოებთან: Look Modéls-თან, Managemént-თან (საქართველო), Munich Models-სა (გერმანია) და Uno Models-თან (ესპანეთი) აქვს კონტრაქტები. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული Pull and Bear-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის კამპანიაში. „ბომონდი“ გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს ახალგაზრდა მოდელთან:
პირველი შეგრძნებები პოდიუმზე...
- ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი. ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთმია. ძალიან ვღელავდი, მაგრამ პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი.
ყველაზე მნიშვნელოვანი დღე...
- ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში ჩემი დის დაბადების დღე იყო, რომელიც ულევი ბედნიერებითა და ენერგიით მავსებს.
სტიმულს მაძლევს...
- ყველაზე დიდი სტიმული ჩემთვის ჩემი ოჯახი და სამეგობროა, რომელიც სულ მუდამ გვერდში მიდგას და მათ მხარდაჭერას ვგრძნობ ნებისმიერ წამოწყებაში. განაგრძეთ კითხვა