მსახიობსა და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს ხუჭუჭა თმა რომ მოსწონს ეს ამბავი გეცოდნებათ.
ეს ის შემთხვევაა, როცა მან სასურველ სტილს არ უღალატა, თუმცა თმის ფერი გაიღიავა და ვარცხნილობა შეიცვალა.
ღია ფერის თმით შორენა შეიძლება ითქვას, რომ აქამდე არავის უნახავს. ამიტომ ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აი რას წერენ „ინსტაგრამზე“ მისი მიმდევრები:
"ტინა ტერნერის ვარცხნილობას ჰგავს", "როგორ გიხდებააა, შოკი ხარ მართლა" ,"შავი უფრო უკეთესია", "და მაინც როგორი ტანის მოყვანილობა და სახის ნაკვთები გაქვს. რა სასწაული ხარ ასეთი რომ ყველაფერი გიხდება", "კი ვიფიქრე რა ლამაზი გოგოა შორენას როგორ ჰგავს თქო", "არსებობს რამე ამ გოგოს რომ არ უხდებოდეს?"..
ბევრმა შორენას ახალი იმიჯი ვინსენტ კასელის ცოლის იმიჯთანაც გააიგივა და აღნიშნეს, რომ მსახიობი ტინა კუნაკს უზომოდ დაემსგავსა.
ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ რამდენიმე ადამიანი იყო ასის წინააღმდეგ, ვინც სტილი დაუწუნა. ახალი იმიჯი ძირითადად ყველამ მოიწონა.
წინა თვეში მსახიობს შავი ხუჭუჭა თმა და აფრიკული ნაწნავებიც ჰქონდა. იხილეთ ფოტოები: