მონიკა რადულოვიჩი, ყოფილი ლტოლვილი ბოსნიიდან, 2005 წელს სილამაზის კონკურსზე - „მის სამყარო“, ავსტრალიას წარადგენდა.
მონიკა რადულოვიჩის ყოველდღიური რუტინა:
- ბავშვობაში ყოველთვის კარგი კანი მქონდა (ვფიქრობ, დედაჩემის გენების დამსახურებით), ამიტომ არასდროს მაწუხებდა აკნე და კანის სხვა პრობლემები. ამის გამო კანის მოვლის საშუალებებს არ ვაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას. როდესაც 19 წელი შემისრულდა, ვიზაჟისტმა მომიყვა დამატენიანებელი საშუალებების მნიშვნელობის შესახებ. მას მერე კანზე ზრუნვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.
- მე ყოველდღიურად ვისუფთავებ, ვიტენიანებ სახის კანს. ძილის წინ მაკიაჟს ვიშორებ. კანის დასარბილებლად დილა-საღამოს ვისვამ კრემს.
- 3-წუთიანი პილინგი კიდევ ერთი პროცედურაა, რომელსაც ყოველდღიურად მივმართავ. შედეგს მაშინვე ვხედავ. ვიყენებ ძლიერ გამწმენდ საშუალებას, ყოველ დილა-საღამოს.
- კონტურული მაკიაჟისთვის ყველაზე მეტად Charlotte Tilbury Filmstar Bronze & Glow მომწონს. რაც შეეხება პომადას, წითელი ფერი თავდაჯერებულობას მმატებს.
მაკიაჟის რამდენიმე რჩევა მონიკასგან:
- აიპრიხეთ წამწამები, სანამ ტუშს წაისვამთ.
- წარბებზე ცოტაოდენი თმის ლაქი წაისვით, რომ მთელი დღის მანძილზე ლამაზი ფორმა შეინარჩუნოს.
- თმაზე OGX Shea Soft and Smooth-ის შამპუნს და კონდიციონერს ვიყენებ. ის თმას ძალიან არბილებს. თმის დაბანის შემდეგ სამკურნალო ზეთს ვიზელ. თმის ძირებიდან - ბოლოებამდე. მისი წყალობით თმა მბზინვარე და რბილი ხდება.
- ლამაზი ღიმილი - ჩემი სავიზიტო ბარათია. ამიტომ განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება კბილებს. ჩემი ფავორიტი კბილის პასტა - White Glo-ა. ის იდეალურად წმენდს და ათეთრებს კბილებს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ზედმეტი ნადები და სიყვითლე მალევე ქრება, კბილებს ბუნებრივი სითეთრე უბრუნდება.
- Chanel Boy-ს შავი ჩანთა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული აქსესუარია ჩემს გარდერობში. ასევე Christian Louboutin-ის ფეხსაცმელების კოლექცია. კარგი იქნებოდა, ისინი ისეთივე კომფორტული იყოს სატარებლად, როგორც ვიზუალურადაა ლამაზი.
- ჯანმრთელი სხეული - ეს არის ის, რაც გაგრძნობინებს თავს კარგად შიგნიდანაც და გარედანაც. ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება.
- კვირაში ოთხჯერ სპორტით ვარ დაკავებული. 45-წუთიანი ინტენსიური ვარჯიში ენერგიით მმუხტავს.
კვების რაციონი:
- მინიმალურ ნახშირწყლებს ვღებულობ და დიდი რაოდენობით ცოცხალ ბოსტნეულს. საუზმეზე ორ ომლეტს მივირთმევ, ქოქოსის კარაქზე მომზადებულს და მოთუშულ ისპანახს.
- სადილი: დიდი ჯამით შემწვარი ბოსტნეული, შემწვარი ქათმით ან ორაგულით. ასევე, სუპი.
- ვახშამზე შეიძლება მივირთვა ცოტა ძვლის ბულიონი, ბოსტნეულთან ერთად.