მოდელები

ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიოზე", ოჯახსა და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის

ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიოზე", ოჯახსა და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის
ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლია, თუმ­ცა ცდი­ლობს, ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით მი­აღ­წი­ოს. ნინი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია, მაგ­რამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბას დრო­ე­ბით ჩა­მო­შორ­და და ახლა მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი "მის მსოფ­ლი­ოს" სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სია, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს წა­რად­გენს. "მის მსოფ­ლიო" წელს ტა­ი­ლან­დში ჩა­ტარ­დე­ბა. კონ­კურ­სზე, ოჯახ­სა და მა­მა­ზე, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი "რე­ი­ტინგთან" სა­უბ­რობს:

- ნინი, რო­გორ ემ­ზა­დე­ბი კონ­კურ­სის­თვის?


- "მის მსოფ­ლიო" 9 დე­კემ­ბერს ტა­ი­ლან­დში გა­ი­მარ­თე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის მან­ძილ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა. აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბი კონ­კურ­სის­თვის, კვი­რა­ში 5
დღე ვვარ­ჯი­შობ, ასე­ვე, ვიკ­ვე­ბე­ბი ჯან­სა­ღად. გე­ნე­ტი­კაც ხელს მი­წყობს და ჭა­მაც მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­რე­მო ისე­თი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას შიგ­ნი­და­ნაც უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი და ამი­ტომ მუდ­მი­ვად სწო­რად ვიკ­ვე­ბე­ბი.

"მის მსოფ­ლი­ო­ზე" დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებს. ორი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, ახლა მე­სა­მეს ვგეგ­მავ. დიდი მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებ­ში ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თვე­ბა. პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ბავ­შვებს შევ­ხვდი და სა­ჩუქ­რე­ბი მი­ვუ­ტა­ნეთ. ამ ბავ­შვებ­მა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი დღე მა­ჩუ­ქეს. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ იქ სევ­და არ ტრი­ა­ლებს. ჩემ­თვის მათი ტკი­ვი­ლი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია, რად­გან ეს პრობ­ლე­მა ჩემს ოჯახ­შიც არის.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე პრო­ექტს, "ჯი აი ჯი"-სთან ერ­თად ბა­რი­სა­ხოს და მა­ღა­როს კა­რის მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში ვი­ყა­ვი. ამ კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით, იქ მცხოვ­რებ ბავ­შვებს ყვე­ლა­ფე­რი მი­ვუ­ტა­ნეთ და გა­ვუ­კე­თეთ, რაც კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის­თვის სჭირ­დე­ბათ. იქ იყო ერთი გო­გო­ნა, რო­მელ­საც მოს­წონს მზა­რე­უ­ლო­ბა და მა­საც ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ვუ­ტა­ნეთ, რაც მისი საყ­ვა­რე­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე პრო­ექტს, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­ვამ­ხელ. მგო­ნია, რომ დე­და­მი­წას სი­კე­თე ატ­რი­ა­ლებს და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს უნდა და­ვეხ­მა­როთ.


- ცნო­ბი­ლია, რომ კონ­კურ­სის წე­სე­ბის თა­ნახ­მად, "მის სა­ქარ­თვე­ლოს" ტი­ტუ­ლის მფლო­ბელს გა­თხო­ვე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა... კი­დევ რა აკ­რძალ­ვე­ბი გაქვს?


- "მის სა­ქარ­თვე­ლოს" და "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურსს თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია მო­წე­ვა, და­ლე­ვა, რად­გან მათ ახალ თა­ო­ბას კარ­გი მა­გა­ლი­თი უნდა მის­ცენ. ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლია ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა თვით­ნე­ბუ­რად. იქ შენ არ მი­დი­ხარ და­სას­ვე­ნებ­ლად... მი­დი­ხარ იმი­ტომ, რომ შენი ქვე­ყა­ნა კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნო და ყვე­ლას შენი ძა­ლე­ბის მაქ­სი­მუ­მი უჩ­ვე­ნო. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ცე­ვა ქვეყ­ნის აქ­ტი­უ­რო­ბას. თუ ჩემს ქვე­ყა­ნას ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, შე­უძ­ლია აქ­ტი­უ­რად და­მი­ჭი­როს მხა­რი. "მის მსოფ­ლი­ოს" მო­ნა­წი­ლემ უნდა მო­ახ­დი­ნოს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­და, რად­გან მას ბევ­რი პა­ტა­რა გო­გო­ნა ბა­ძავს. მი­ხა­რია კი­დეც ასე­თი აკ­რძალ­ვე­ბი, რად­გან მე არც ვსვამ, არც ვე­წე­ვი.

- ოჯახ­ში ერთი "მის სა­ქარ­თვე­ლო" უკვე გყავთ, შენი და - ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი. შენ რა­ტომ გა­და­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?


- ნა­ნუ­კა­მაც გა­ი­ა­რა იგი­ვე გზა და დიდი წარ­მა­ტე­ბა ნახა. ამ კონ­კურ­სის შემ­დეგ მოხ­ვდა ას სა­უ­კე­თე­სო მან­დი­ლო­სანს შო­რის, სა­დაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აც მოხ­და. მეც მინ­დო­და, გა­მე­გო, რა იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, თან ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მგო­ნია, შვი­ლიშ­ვი­ლებს რომ მო­უყ­ვე­ბი. ჩვე­ნი თა­ო­ბის ხალ­ხი ოქ­როს მე­დალ­ზე ვერ მო­უყ­ვე­ბა, მაგ­რამ ეს შთა­მო­მავ­ლე­ბის­თვის კარ­გი მო­სა­ყო­ლი იქ­ნე­ბა. "მის სა­ქარ­თვე­ლოს" შემ­დეგ უფრო მე­ტად მომ­თხოვ­ნი გავ­ხდი ჩემი თა­ვის მი­მართ, სულ სი­ახ­ლის ძი­ე­ბა­ში ვარ.

- გქონ­და გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი?


- სა­დღაც როცა იღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გა­მარ­ჯვე­ბაც გინ­და. უკან არ და­მი­ხე­ვია და ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­დე „მის სა­ქარ­თვე­ლო­ში“. მინ­დო­და, ისე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, რო­გორც დას­რულ­და, თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
gocha
არაბუნებრივი არსებები, ყველაფერი ხელოვნური აქვთ, სულიც ხელოვნურია არა ადამიანური......................................
12:20 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93