მოდელები

ნაომი კემპბელი უდაბნოში გაშიშვლდა (+ ფოტო)

ნაომი კემპბელი უდაბნოში გაშიშვლდა (+ ფოტო)
49 წლის ნაომი კემპბელმა თავისი ახალი კადრებით თაყვანისმცემლების გულის მოგება კიდევ ერთხელ მოახერხა. მან თავის ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზე" კენიაში, ჟურნალის ფოტოსესიის „ბექსთეიჯიდან“ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

სუპერმოდელი ბრიტანული ჟურნალ „Vogue“-ის ივლისის ნომრისთვის პოზირებს. ცოტა ხნით ადრე ნაომიმ „ტოპლეს“ ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა, როგორც ჩანს, ახალი ფოტოსესიისთვის სრულად გაშიშვლება გადაწყვიტა.

სურათზე ნაომი შიშველი დგას უდაბნოს ქვიშაზე. მის ფორმებს კი ამშვენებს ოქროსფერი ძეწკვი.

„ნაომი გადაეშვა თავისუფალ ატმოსფეროში და მოჰყვა, როგორ უნდა მიიღოთ საკუთარი თავი და სხეული“ - დააანონსა ბრიტანული ჟურნალის ივლისის
ნომერი მთავარმა რედაქტორმა ედვარდ ენინფულმა.

ინტერნეტმომხმარებლები მის მშვენიერ ფიზიკურ ფორმებზე აღფრთოვანებულები ტოვებდნენ გამოხმაურებებს: „როგორ შეიძლება ასე იდეალურად გამოიყურებოდე ასე დიდხანს? ქედს ვიხრი თქვენ წინაშე“, „ნამდვილად შავი პანტერაა, სრულყოფილი“, „საოცარი სხეული! 50 წლის ასაკში ვერავინ მოახერხებდა, ასე გამოიყურებოდეს“, „ალქაჯი“, „მაცივარში სძინავს“, „ღვთაება! მონუსხული ვარ შენი ფორმებით“ - ეხმაურებიან გამომწერები "ინსტაგრამზე".

ნაომი კემპბელი ხშირად ირჩევს „შიშველ“ კაბებს, წლის დასაწყისში კი პარიზში გამართულ „Valentino“-ს ჩვენებაზე ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ის პოდიუმზე სრულიად გამჭვირვალე შავ კაბაში გამოჩნდა. სწორედ კატისებრი სიარულის მანერის გამო დაარქვეს მას შავი პანტერა.

წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
Guga
ესაა ლამაზი? რასა გავს :/
17:31 / 29-06-2019
გამოხმაურება / 0 /
gocha
დაბერდა უკვე , რაღა დროს ამის პოზირებაა.
12:19 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31