38 წლის გერმანელი სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი განქორწინების შემდეგ დეპრესიაში არ ჩავარდნილა. პირიქით, საკუთარ თავში დარწმუნებული მოდელი თამამად იღებს ჟურნალებისთვის შიშველ ფოტოებს.
კლუმის თამამი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალ Allure-ის მაისის ნომრის ყდასა და ფურცლებზე.
ოთხი შვილის დედას დღესაც უნაკლო სხეული აქვს და ამით ის ამაყობს. სამოდელო კარიერის დასაწყისში კლუმს კომპლექსები სტანჯავდა.
”ზედმეტად სრული, დიდმკერდიანი და მოდელის სტანდარტებისთვის შეუფერებლად დაბალი ვიყავი. ამიტომაც ცოტათი მრცხვენოდა, მაგრამ ვცდილობდი, დამეძლია კომპლექსები. ახლა კი ვფიქრობ, რომ მშვენიერია, დიდი მკერდი და თეძოები რომ მაქვს. ”ჰოთ კუტიურის” ჩვენებებზე არც ისე ხშირად ნახავთ მკერდიან მოდელებს”, - ამბობს ჰაიდი.
როგორც ცნობილია, სწორედ კლუმის სრული ფორმები გახდა იმის საწინდარი, რომ ის 2008 წელს პოდიუმის ვარსკვლავი გახდა.
კლუმი ასევე ამბობს, რომ ასაკში არ აპირებს პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას.
”ყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს სილამაზეზე. მე არ ვთვლი, რომ პლასტიკა - ეს ლამაზია.
განსაკუთრებით, როცა ვხედავ, რა შედეგები მოაქვს ახალგაზრდა გოგონებისთვის. მე ვიცნობ ჩემზე ორჯერ პატარა გოგონებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ პლასტიკური ოპერაციები. რას იზამენ ისინი 40-50 წლის ასაკში?” - ამბობს მოდელი.
თავისი სილამაზის მთავარ საიდუმლოდ კლუმი ოთხ შვილს ასახელებს.
შეგახსენებთ, ამჟამად ჰაიდი ქმართან, მომღერალ სილთან განქორწინების პროცესშია. წყვილმა ერთად შვიდი წელი იცხოვრა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ნახეთ ვიდეო - ჰაიდი კლუმი Allure-სთვის პოზირებს
მასალის წყარო: Huffington Post, Improper