ტოპ-5 საცურაო კოსტიუმი ქართველი მოდელების მაგალითზე (+ვიდეო) - Marao

ტოპ-5 საცურაო კოსტიუმი ქართველი მოდელების მაგალითზე (+ვიდეო)

2019-07-05 08:53:24+04:00

სწორად შერჩეული საცურაო კოსტიუმის გარეშე ზაფხული და დასვენება თითქმის წარმოუდგენელია.
ჩვენ შევარჩიეთ ქართველი მოდელების ფოტოები, რომლებმაც სწორი არჩევანი გააკეთეს. თუ თითოეულის სტილს დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ სადა და ნაკლებად გადატვირთულია. აღსანიშნავია, რომ მყვირალა ფერებიც ისეთი აქტუალური აღარაა, როგორც წინა წელს იყო.

  • თაკო ნაცვლიშვილი - ამ შემთხვევაში მოდელმა არჩევანი კრემისფერ ფერზე და ნაზ ტექსტურაზე შეაჩერა. ბევრი მიიჩნევს, რომ კრემისფერი ფერი საცურაო კოსტიუმისთვის იდეალური სულაც არაა, მაგრამ როგორია მაშინ, თუ ამ ფერს ქვიშასთან წარმოვიდგენთ?

  • ნუკა ყარალაშვილი - სეზონის ჰიტი მთლიანი საცურაო კოსტიუმებია. მოდელმა თანამედროვე და საინტერესო ვარიანტი შეარჩია. ამ ფოტოს მისი თაყვანისმცემლებისგან საკმაოდ დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა.

  • მარიამ ხორგუაშვილი - მუქი ფერის საცურაო კოსტიუმი პრაქტიკული და მარტივი არჩევანია. თუ ფიქრობთ, რომ ესა თუ ის ფერი არ გიხდებათ ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი სწორედ ეს ფერია. ფაქტია, რომ ეს სტილი მოდიდან კიდევ დიდხანს არ გადავა.

  • ჟანეტ ქერდიყოშვილი - მოდელი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს ფაქტობრივად არასდროს აქვეყნებს, თუმცა ეს გამონაკლისი იყო. თუ მსგავსი სტილის საცურაო კოსტიუმების მოყვარული ხართ, ეცადეთ რომ უპირატესობა ეფექტურ ფერებს მიანიჭოთ. ზღვის ფერთან შეხამებული საცურაო კოსტიუმი კიდევ უფრო მიმზიდველს და დახვეწილს წარმოგვაჩენს.

  • მიმი შელია - მშვენიერი მირანდაც მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც "ინსტაგრამზე" საღამოს კაბებსა და სპორტული სტილის სამოსში უფრო მეტ ფოტოს აქვეყნებს, ვიდრე საცურაო კოსტიუმში გადაღებულს. თუ თქვენ ექსპერიმენტებს არ უშინდებით და ამავდროულად სითამამეც არ გაკლიათ - რატომაც არა? ეს ეფექტური საცურაო კოსტიუმი გამბედავი ქალბატონებისთვისაა.