მოდელები

"მის მაიმუნი" და სხვა... სილამაზის ყველაზე უჩვეულო კონკურსები

"მის მაიმუნი" და სხვა... სილამაზის ყველაზე უჩვეულო კონკურსები
"მის სამყარო", "მის ბიკინი" და მსგავსი სილამაზის კონკურსები ყველამ იცის, მაგრამ იცით, რომ არსებობდა უცნაური და ზოგჯერ საშიში სილამაზის კონკურსებიც?
სხვათა შორის, ზოგიერთმა აქტუალურობა დღესაც არ დაკარგა.

1. "მის ბარაბნის ჩხირები"

არკანზასის შტატში მადლიერების დღეს ბარაბნის ჩხირების კონკურსი ეწყობა. მონაწილეები სახეზე ინდაურის გამოსახულების პლაკატს იფარებენ და ჟიურის წევრები მხოლოდ მათ ფეხებს აფასებენ. გამარჯვებული პოპულარული თოქშოუების გმირი ხდება და სახესაც აჩენს.

2. მის მაიმუნი

1972 წელს, ჰარი ოუენმა სილამაზის მეტად უჩვეულო კონკური მოიგონა. გოგონებს მაიმუნის ნიღბები
ეკეთათ. გამარჯვებული დომენიკა გრინი გახდა და მანვე განასახიერა მაიმუნი ფილმში "ბრძოლა მაიმუნების კუნძულისთვის".

3. მის იდეალური წელი

1956 წლიდან 1969 წლამდე ამერიკაში ტარდებოდა კონკურსი, რომელშიც გოგონები კია რა, მათი რენტგენის ასლები იღებდნენ მონაწილეობას. პირველი კონკურსის გამარჯვებულს ლუის კონვეის იდეალურად თხელი წელი ჰქონდა.

4. მის ტრანსგენდერი

2013 წლიდან ბრაზიალიაში იმ მამაკაცების სილამაზის კონკურსი ეწყობა, რომლებიც თავს ქალებად მიიჩნევენ და ქალებივით გამოიყურებიან. კონკურსის მთავარი ჯილდო სქესის შეცვლაა.

5. მისის "პინ-აპი"

არანაირი ფოტო ბიკინიში, მხოლოდ მრგვალი და ფუმფულა ფორმები - ასეთი კონკურსი ავსტრალიაში, 50-იან წლებში მეტად პოპულარული იყო. უკანასკენლი გამარჯვებული სკარლეტ როუზი მსოფლიოში ყველაზე ქალური ფორმების ქალად აღიარეს.

6. მის "მოკლე ვარცხნილობა"

ამ კონკურსმა მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება. მასში ფემინისტი ქალები მონაწილეობდნენ, რომლებმაც წესი დაარღვიეს და თმა შეიჭრეს. როცა დალაქებს საქმე გამოუჩნდათ და ქალაქში გრძელთმიანი ქალი აღარ დარჩა, კონკურსი შეაჩერეს.

7. მის გასამართლებული მკვლელი

კონკურსი ბრაზიალიში ეწყობა და მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მკვლელ ქალებს აქვთ. გარეგნობის გარდა ჟიური პატიმრების ყოფაქცევასაც აფასებს. კონკურსის ბოლო გამარჯვებული 19 წლის სუელენ გედეზინი გახდა.

8. Miss მეძავი

კონკურსი პირველად 2012 წელს იტალიაში ჩატარდა. ხმამაღალი სათაურით ორგანიზატორს ხალხის ყურადების მიქცევა სურდა. მოლოდინმა გაამართლა კონკურით ჰოლივუდი დაინტერესდა და ახლა მასში ნიჭიერი მხატვრები, მომღერლები, მწერლები და კომპოზიტორები მონაწილეობენ.

9. მის "ატომური ბომბი"

ატომური ბომბის პირველი გაშვებით შთაგონებულმა შოუმენებმა 1952 წელს აშშ-ში კონკურსი მის "ატომური ბომბი" ჩაატარეს. ეს ჩვეულებრივი სილამაზის კონკურსი იყო, უბრალოდ, მონაწილეებს რამეინაირად უნდა განესახიერებინათ ატომური ბომბის აფეთქება. 1957 წელს გამარჯვებული ლი მერლინი გახდა.

10. მის "ჰოლოკოსტის გადარჩენილი"

თუ წინა კონკურსებმა ღიმილი მოგგვარათ, ეს კონკურსი სევდიან განწყობაზე დაგაყენებთ. კონკურსი ისრაელში ტარდება, მონაწილეების ასაკი 74-დან 70 წლამდე მერყეობდა. ისინი საღამოს კაბებში არიან გამოწყობილები. თითოეული მონაწილე საზოგადოებას ჰოლოკოსტში გატარებულ პერიოდზე და გადარჩენაზე უყვება. უკანასკნელ კონკურში 300 ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ყოველწლიურად მონაწილეების რიცხვი კლებულობს.

წყარო: goodhouse
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი