სამოდელო სააგენტო
“IC Model Management”-ის ტოპ მოდელმა თათია ახალაიამ უკვე მესამედ მიიღღო მონაწილეობა Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ს ჩვენებაში, რომელიც 6 ივლისს, სიცილიის სამხრეთში, ქალაქ აგრიჯენტოში, კონკორდიის ქალღმერთის უძველესი ტაძრის ფონზე გაიმართა.
ამჯერად დიზაინერების შთაგონების მთავარი წყარო და თემა ძველი ბერძნული და რომაული კულტურა და მითოლოგია იყო.
შეგახსენებთ, რომ თათია ახალაია გახლავთ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და მისი საერთაშორისო კარიერის მანძილზე მან მონაწილეობა მიიღო ისეთი ცნობილი ბრენდებების ჩვენებებში, როგორებიც არიან: DOLCE&GABBANA, Roberto Cavalli, Emilio Pucci, HERMÈS, MIU-MIU, Zuhair Murad, Laura Biagiotti, Stella Jean, Narciso Rodriguez, Kate Spade, Jonathan Saunders, Grey Jason Wu, Ulyana Sergeenko, Valentin Yudashkin, Alexis Mabille, Lucio Vanotti, Elisabetta Franchi, Viveta, Christian Pellizzari, Aigner, Tadashi Shoji, Sally Lapointe, Antonio Marras, Genny, Vivetta, Luisa Spagnoli, Maryling, Issey Miyake, Kristina Fidelskaya, Moon Young Hee, Shiatzy Chen, Victoria & Tomas, Y Project, Stella Jean და სხვები.