მოდელები

ირინა შეიკის სილამაზის საიდუმლო - აი რაში უნდა მივბაძოთ მას

ირინა შეიკის სილამაზის საიდუმლო - აი რაში უნდა მივბაძოთ მას
33 წლის უმშვენიერესი მოდელი ირინა შეიკი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ცნობილი ქალბატონია.

ფაქტია, რომ მან უკვე არაერთ მწვერვალს მიაღწია და წარმატებისკენ მიმავალმა იცის როგორ იაროს სწორად. ეს ყოველივე კი ირინამ მიიღო საკუთარ თავზე დაუღალავი შრომით და შეუპოვრობით.
  • პოპულარულმა მოდელმა ერთხელ გაამხილა, რომ ის ყოველ დილით ერთგვარ რიტუალად თვლის სახის ყინულის ნაჭრით გაწმენდას. ალბათ დაგვეთანხმებით იმაში, რომ ამ ხერხს ცნობილი ჰოლივუდელი ქალბატონები მიმართავენ. მახსოვს, რომ ერთ-ერთი მათგანი სოფი ლორენიც გახლდათ.
ირინა იმავე პრინციპით იყენებს ყინულის ნაჭრებს კისრისა და
ყბის მიდამოებისთვის.
ეს საუკეთესო და მარტივი გზაა, რომ ქალი გამოფხიზლდეს და კანი ტონუსში მოიყვანოს.



მოდელის მეორე საიდუმლო კი დღის მანძილზე დიდი რაოდენობით ლიმონიანი, თბილი წყლის მიღებაა. ეს ხერხი კანზე დადებითად აისახება.
ირინა ამბობს, რომ არ უყვარს ბევრი მაკიაჟის გამოყენება, თუმცა პომადა ის ატრიბუტია, რომლის გარეშეც სახლიდან არასდროს გადის. განაცხადა, რომ პომადა უფრო თავდაჯერებულს ხდის.
  • კანის გაწმენდა დღეში ორჯერ. კრემი კი, რომელსაც იყენებს თავადვე ამზადებს.
ალბათ დაგაინტერესებთ, როგორ მზადდება ეს კრემი. ზღვის მარილს უნდა დავუმატოთ თაფლი და ქოქოსის ზეთი.



ირინას ძალიან უყვარს ცურვა და ზღვაში ღრმად ჩაყვინთვა. მიიჩნევს, რომ რუსული აბანო ორგანიზმისთვის საუკეთესო საშუალებაა და მას აახალგაზრდავებს. აგრეთვე ამბობს, რომ ამ გზით ცელულიტების მოცილებაცაა შესაძლებელი.
  • რაც შეეხება კვებას, ის არასდროს მიირთმევს გადაჭარბებული დოზით. იკვებება მცირე ულუფებით და ყოველდღე 2 ლიტრ ლიმნიან წყალს სვამს.


უყვარს მანგო, კეფირი და მსუყე საჭმელები, მაგალითად როგორიცაა ხორცი, პელმენები, კარტოფილის რაგუ და სხვა.
ქალბატონებს მოგვიწოდებს, რომ თევზის ქონი მივიღოთ, რომელიც კანს ბზინვარებას მატებს. თმის მოვლასთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ ქოქოსის ზეთია იდეალური და ბზინვარების მომნიჭებელი.


ირინა შეიკი თმას არ იღებავს და ბუნებრივ თმის ფერს ანიჭებს უპირატესობას.

მოდელს უზომოდ უყვარს შავი ფერი და თავისუფალ დროს ცდილობს რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები საერთოდ არ ეცვას. ასევე საოცრად იხდენს ჯინსებს და ტყავს, რაც მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
dato
ar tqvat raa
13:43 / 30-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ეთო გაფ
ამიტომ არ მიაგდო ბრედლი კუპერმა ბომჟი ლედი გაგას გამო!
08:53 / 22-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93