დებმა ჰადიდებმა საზაფხულო არდადეგები მოიწყვეს.
მიატოვეს საქმეები და გაეშურნენ მზიანი აბაზანების მისაღებად ცხელ, ბერძნულ კუნძულ მიკონოსზე.
გამომწერები ყურადღებით ელოდებოდნენ მათ ფოტოებს საცურაო ბიკინებში. იდეალური სხეული გარანტირებული ეფექტური კონტენტია, რომელიც ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს.
მოდელებმა საკმაოდ მალევე დაიწყეს თავიანთი მოგზაურობიდან საცურაო კოსტიუმებში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება. აღფრთოვანება - ერთადერთი ემოციაა, რომელიც ამ ფოტოებმა გამოიწვიეს გამომწერებში. თუმცა აქ თეთრ შურსაც ჰქონდა ადგილი, ბელას დაქალმა, მსახიობმა ბლეიკ ლაივლიმ სახალისო კომენტარი დატოვა სუპერმოდელის ფოტოზე.
„გთხოვ, შეწყვიტე ჩემი ფოტოების გამოქვეყნება“ - მიუწერა ფოტოს რაიან რეინოლდსის მეუღლემ.
ბელამ თავის დაქალთან ერთობლივი ფოტოებიც გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ფანნი ბურდეტ-დონონი სპეცპროექტების მენეჯერია „Dior“-ის მოდის სახლში. სუპერმოდელს ასიმეტრიული საცურაო კოსტიუმი აცვია დიზაინერ ლუიზა ბალუს მიერ მომზადებული Ssense 'Sex Wax-ისთვის.
გამომწერები აღფრთოვანებულები არიან დების აღნაგობით, რაზეც მათი კომენტარები მეტყველებს: „არარეალურია“, „ეს ნამდვილი ბომბია“, „არ მჯერა, რომ არსებობ“...
მთელ დროს სუპერმოდელები სანაპიროსა და აუზზე ატარებენ. რა თქმა უნდა, საცურაო კოსტიუმებსაც თითქმის საათში ერთხელ იცვლიან, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ ღვთაებრივ დებს ყველაფერი სულაც არ უხდებათ. პაპარაცებმა მოაგროვეს მათი წარუმატებელი საცურაო კოსტიუმების ფოტოკოლაჟი, რომელსაც "მარაო" გიზიარებთ.
წყარო