მოდელი მარიამ ხორგუაშვილი გემოვნებიანი ჩაცმის სტილით გამოირჩევა.
თუმცა, თუ ბოლო დროს მის "ინსტაგრამს" გადახედავდით, აღმოაჩენდით ფოტოებს, სადაც მარიამს ტრენდული მაკიაჟი აქვს.
მოდი, ერთად გადავხედოთ მარიამის ლუქებს და ვისაუბროთ იმ ხრიკებზე, რომლებსაც ის საკუთარი სილამაზის გამოსაკვეთად იყენებს.
ამ შემთხვევაში, მოდელმა სათვალის და ქუდის ფერი ერთმანეთს შეუხამა, რამაც მისი ლუქი უფრო დახვეწილი გახადა.
ბრინჯაოსფერ ნამზეურს ოქროსფერი ტონები ძალიან უხდება. მსგავს ტონებს ღია ფერის ტუჩსაცხიც იდეალურად შეესაბამება. ცოტაოდენი ჰაილაითერი და თქვენ უკვე ბრწყინავთ.
თუ ღია ფერის თვალები გაქვთ, მსგავს ექსპერიმენტებს არ უნდა მოერიდოთ. ეს მაკიაჟი ყოველდღიურობაში ნაკლებად გამოგადგებათ, თუმცა წვეულებისთვის ზედგამოჭრილია. ლაინერის და მუქი ფერის ფანქრის ერთობლიობას სიფრთხილე სჭირდება. ეს იმისთვის, რომ როლში მეტისმეტად არ შევიჭრათ და თვალები ძალიან არ ჩავიმუქოთ.
როგორც ხედავთ, მარიამი უფრო სადა, მინიმალისტური მაკიაჟის მოყვარულია. ის ცდილობს, რომ ტუჩები ბუნებრივად გამოიყურებოდეს და მკვეთრი ფერებიდან უმეტესად წითელი ფერის ტუჩსაცხს ანიჭებს უპირატესობას.
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თვალის ჩრდილები, რომლებიც ჩვენს ლუქთან და თვალის ფერთან შესაბამისობაში მოდის. არ არის აუცილებელი, რომ ეს ზუსტად იდენტური ფერი იყოს. როგორც ხედავთ, მოდელმა მსგავსი ტონები შეარჩია და ფერთა პალიტრამ გაამართლა. ყურადღება მივაქციოთ თვალის დასაწყისში არსებულ ღია, განსხვავებულ ტონს, რომელიც უმნიშვნელოვანესია. ეს ხრიკი თვალებს უფრო ლამაზს და გამოკვეთილს ხდის.
ალისფერი ტუჩსაცხი, თხლად წასმული ლაინერი და "Nude" თვალის ჩრდილები - ეს ხრიკი ერთგვარად ბალანსის დაცვაც არის. როდესაც მკვეთრ, წითელ ტუჩსახს ვისვამთ, თვალები ნაკლებად უნდა გადავტვირთოთ. გამონაკლისი იმ შემთხვევაში შეგვიძლია დავუშვათ, თუ საღამოს რამე ღონისძიებაზე მივდივართ.
პიჯაკი და თავისუფალი სტილის ქუდი - ეს ყოველივე ინდივიდუალურია. დახვეწილი ქალბატონის გარდერობში ყოველთვის უნდა მოიძებნებოდეს ერთმანეთის შესატყვისი სამოსი და აქსესუარები.
მსუბუქი მაკიაჟი და პომპეზური კაბა. ამ შემთხვევაში სწორი არჩევანია. ხოლო მსგავს კაბასთან ღია, ნაზი ფეხსაცმელი ყოველთვის მომგებიანია.
დაათვალიერეთ მარიამ ხორგუაშვილის ლუქები: