მოდელები

მანამდე და ახლა: როგორ შეიცვალნენ „Victoria's Secret“-ის ანგელოზები

მანამდე და ახლა: როგორ შეიცვალნენ  „Victoria's Secret“-ის ანგელოზები
„Victoria’s Secret“-ის ანგელოზების სურათების თვალიერებისას, ყველას ჰგონია, რომ ანგელოზები ნამდვილად ჩამოვიდნენ დედამიწაზე, იმდენად სრულყოფილები ჩანან მოდელები სარეკლამო კამპანიებში, თუმცა, ალბათ, ხვდებით, რა დგას „იდეალური“ გოგონების უკან - მთელი ჯგუფი, რომელიც „მდე“ და „შემდეგ“ პროცესზე მუდმივად მუშაობს, ამაში კი თავადაც დარწმუნდებით!
Image result for Victoria’s Secret GIF

როზი ჰანტინგტონ-უაითლი

  • დღეს როზი ნამდვილი თოჯინაა! ქერა თმა, ფუმფულა ტუჩები, პატარა ცხვირი... სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ამით ბუნებამ კი არა, პლასტიკურმა ქირურგიამ დააჯილდოვა. შეადარე ერთმანეთს მისი ძველი ფოტოსურათები. ცხვირი ბევრად მოცულობითი რომ ჰქონდა, ადვილი შესამჩნევია.

ქენდის სვეინპოლი

  • იყო: საკმაოდ საყვარელი გოგონა, რბილი სახის ნაკვთებით, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა სხვა თანატოლებისგან. გახდა: საბედისწერო ლამაზმანი მომნუსხველი მზერით. სწორი მაკიაჟი და ოდნავ ქირურგიული ჩარევებით ასეთი შედეგი ადვილი შესამჩნევია.

ქენდალ ჯენერი

  • სასაცილო და მორცხვი გოგონას ადგილას მივიღეთ თავდაჯერებული მოდელი. ქენდალმა სახის კონტური შეიცვალა, ტუჩის მოცულობა გაიზარდა, მოირგო პატარა ცხვირი და შეცვალა მაკიაჟი რადიკალურად.

 

ადრიანა ლიმა

  • მომნუსხველი მწვანე-მოცისფრო თვალები, აკურატული სახის ოვალი და ბავშვური ლოყები დაიტოვა, თუმცა დანარჩენი ყველაფერი უკვე დროის და ქირურგის ჩარევის ამბავი აღმოჩნდა. ცხვირის წვერი ოდნავ დაპატარავებულია, მაკიაჟის სტილი შეცვლილია და ღიმილი - იდეალური.

 

ბელა ჰადიდი

  • ჩვენი ფავორიტი მეტამორფოზა. აი, რას ნიშნავს, ყველაფერი შეიცვალო და გახდე ლამაზი სუპერმოდელი. ბელას მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ერთი ჩვეულებრივი გოგონა თანამედროვე სტანდარტების ლამაზმანად იქცა, შეცვალა სახის კონტური, ჩაიტარა ბლეფეროპლასტიკა, მოიშორა კეხი და დააპატარავა ცხვირი, შეიცვალა თვალის ფორმა კატის მზერით, ტუჩები ფილერით შეივსო, ღაწვები დაითხელა იმისათვის, რომ ჩაცვენილი ლოყები გამოუჩნდეს... მართალია, დავიღალეთ ჩამოთვლით, თუ რამდენი რამე შეიცვალა სახეზე, მაგრამ ახალი ბელას ლამაზი ფოტოების ყურებით ნამდვილად არ დავღლილვართ.

 

მირანდა კერი

  • ცხვირის წვერის შეცვლით მთელი სახის ვიზუალის შეცვლა რომ შესაძლებელია, მირანდას მაგალითზე ჩანს, თუმცა იმისათვის, რომ ბუნებრიობა შეენარჩუნებინა, მოდელმა დაიტოვა ბავშვური „ორმოები“ ლოყებზე და წვეტიანი ნიკაპი.

 

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93