- "ცხადია მე გაპარსვის მომხრე ვარ და გლუვი სხეულიც ძალიან მომწონს. თუმცა, არის მომენტები, როდესაც ჩემ სხეულზე თმის დატოვება თავს უფრო სექსუალურად მაგრძნობინებს" - განაცხადა ინტერვიუში მოდელმა.
- ინტერვიუში წარმოჩენილია ის ფაქტი, რომ ემილი ფემინისტია და წლების მანძილზე შეისწავლიდა ფემინისტურ რიტორიკას, რამაც მომავალში მისი შეხედულებები ჩამოაყალიბა და ამავდროულად დაეხმარა, რომ ინდივიდუალობა არ დაეკარგა.
ეს ნაბიჯი, რომელმაც საზოგადოება განაცვიფრა გოგონამ ასე ახსნა:
"ქალებს საკუთარი აზრი უნდა გააჩნდეთ, არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეთ და ამას პატივი უნდა სცენ. მიეცით ქალებს შესაძლებლობა, იყვნენ მრავალფეროვნები და არასწორ შეხედულებებს თავიდანვე ნუ ჩამოუყალიბებთ".
თამამ ფოტოებს მისგან ისედაც მიჩვეული ვიყავით, თუმცა ეს მიზანმიმართული ნაბიჯია და იმაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე სხვა გამბედავ ფოტოებს.
აი როგორ ეხმაურებიან ამ ფოტოს ემილის თაყვანისმცემლები: "ემილი, ნამდვილი ლეგენდა ხარ", "არაა, ეს რა გააკეთე", "ის ახლა კაცს ჰგავს" და სხვა..