თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი, მოდელი თაკო ჩხეიძე სამი შვილის დედა და წარმატებული ქალბატონია.
ის, მშვენიერი ვიზუალის გარდა, ბევრი დადებითი მახასიათებლით გამოირჩევა. თაკო უშუალო და პირდაპირია. ადამიანებს ხშირად უღიმის, თუმცა თავდაჭერილიცაა. ასევე, დახვეწილი გემოვნება აქვს, რაც შეუმჩნეველი არც გარშემომყოფებს რჩებათ.
ცოტა ხნის წინ მოდელის "ინსტაგრამზე" ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც მეგობრებთან ერთადაა, მათ შორის, თიკა ფაცაციასთან.
როგორც ხედავთ, ქალბატონები მშვენიერ ფორმაში არიან და შემოდგომას საინტერესო ლუქებით ხვდებიან.
მათ ზაფხული ერთად გაატარეს და ზღვიდან მშვენიერი ნამზეურით დაბრუნდნენ.
მომხიბლავი ქალბატონები კვიპროსზე, კერძოდ კი, ლარნაკაზე იმყოფებოდნენ.
ალბათ, შენიშნავდით, რომ მეგობრები მსგავსი ფერის სამოსში არიან გამოწყობილნი. ფაქტია, რომ თეთრი ფერის შავთან შეხამება მშვენივრად შეძლეს და მარგალიტებიც ქალურობის ზენიტია.
ეს კი წინა წლის ფოტოა, სადაც თაკო იმავე შემადგენლობით, ოღონდ კვიპროსზე ისვენებდა.
როგორც ჩანს, მოდელი საინტერესოდ გაფორმებულ სათვალეებზეა შეყვარებული. ყურადღება ამ შემთხვევაში სათვალის ორიგინალურ საკიდს უნდა მივაქციოთ, რომელიც აქსესუარს უფრო დახვეწილ და ქალურ შტრიხებს სძენს.
თუ მის "ინსტაგრამს" გადახედავთ, მსგავსი სტილის ნაზ ყელსაბამებს და საყურეებსაც შენიშნავთ.
ამ შემთხვევაში კაბა და თვალის ფერი ერთმანეთს ერწყმის.
იხილეთ მოდელის ახალი ფოტოები: