სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის წარმატებულმა მოდელმა ქეთა ლომაძემ მონაწილეობა მიიღო ლონდონის გაზაფხული-ზაფხული 2020-ის მოდის კვირეულზე (Ready To Wear Spring Summer 2020 London).
ქეთა წარმატებით გამოვიდა A-Jane, YCH და Daniel Pascal შოუებზე და მონაწილეობა მიიღო Gayeon Lee-ს კოლექციის პრეზენტაციაში. ლონდონის შემდეგ ქეთა მონაწილეობას მიიღებს პარიზის მოდის კვირეულზე.
ქეთა ლომაძე გახლავთ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის, Elite Model Look Georgia 2014-ის გამარჯვებული.