სომეხი გოგონას- არმინე არუთინიანის შესახებ საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ გაიგო. არმინე 23 წლისაა და მის შესახებ არაერთი გამოცემა წერს.
შეგახსენებთ, რომ ის მილანის მოდის კვირეულზე წარსდგა.
"გუჩიმ" ამ ყველაფრით თამამი განაცხადი გააკეთა, რადგან განსხვავებული გარეგნობის გოგონებს ცოტა ხნით მწვერვალზე ასვლის შანსი მისცა. თუმცა, ტაბლოიდები იმასაც წერენ, რომ არმინე მოდელი სულაც არაა და მხატვარია. მას უფლება მისცეს, რომ ჩვენების დასაწყისში გამოსულიყო.
გოგონა სტანდარტულ მოდელებს არ ჰგავს. მისი "ინსტაგრამი" სავსეა საჭმელების ფოტოებით და როგორც ჩანს დიეტაზე ყოფნა სულაც არ სურს.
მას მხატვრული ფოტოები მოსწონს და ცდილობს, რომ მონაწილეობა სწორედ ასეთ ფოტოსესიებში მიიღოს.
არმინეს გამორჩეული ჩაცმის სტილი და იდუმალება გააჩნია, რასაც იმ ფოტოებზეც შენიშნავთ, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ.
იხილეთ ფოტოები: