"ვიქტორია სეკრეტის" კომპანიამ პირველი ტრანსსექსუალი მოდელი აიყვანა. ეს ბრაზილიელი ვალენტინა სამპაიოა, რომელიც უკვე გამოჩნდა "ინსტაგრამზე" ბრენდის ვარდისფერ საცვლებში.
"არასდროს შეწყვიტოთ ოცნება", - დაწერა მან.
ეს თემა კომპანიაში დიდხანს განიხილებოდა. გასულ წელს მარკეტინგის უფროსი ედ რაზეკი დაითხოვეს ტრანსგენდერებთან დაკავშირებული კომენტარის გამო.
"შოუში ტრანსსექსუალები არ უნდა გყავდეთ? ო, არა, არა! რატომ არა? იმიტომ, რომ ეს შოუ ფანტაზიაა", - განაცხადა მან.
ზოგი მოდელი, მაგალითად, კარლი კლოსი და ლილი ალდრიჯი, არ ეთანხმებოდნენ მას. მათ "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით "ტრანსები და არა-ტრანსები განხილვის ობიექტები არ არიან".
მოდელების აყვანასთან დაკავშირებით "ვიქტორია სეკრეტის" გარშემო აზრთა სხვადასხვაობა იყო. როგორც წესი, სატელევიზიო შოუსთვის კომპანიას ყოველთვის მაღალი და გამხდარი გოგონები აჰყავდა. მრავალფეროვნების ნაკლებობა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც კომპანიამ ვეტერანი მოდელი კარლი კლოსი დაკარგა.
"მიზეზი, რატომაც დავტოვე "ვიქტორია სეკრეტი", ის არი,ს რომ კომპანიაში საკუთარ თავს ვერ გამოვხატავდი და არ მომწონდა, რა გზავნილსაც ვუგზავნიდი გოგონებს მთელ მსოფლიოში - თუ როგორი უნდა იყოს ლამაზი ქალი, - განაცხადა მან ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში. - ვფიქრობ, ამ შემთხვევამ გადამადგმევინა საბოლოო ნაბიჯი, წარმომეჩინა ჩემი ფემინისტური ძალა, გამეკეთებინა საკუთარი არჩევანი იმ კომპანიას შორის, რომელთანაც ვმუშაობდი და სამყაროს შორის, რომელსაც "სილამაზის სტანდარტებს" ვაჩვენებდი".
ვალენტინა წარმოშობით ბრაზილიიდან, პრისტინასთან ახლოს მდებარე მეთევზეთა სოფლიდანაა. ის ფორმის შესანარჩუნებლად რეგულარულად ვარჯიშობს, აქტიურად არის დაკავებული იოგითაც, უყვარს ფოტოებისთვის პოზირება, ატარებს მაკიაჟს, მაგრამ მის გარეშეც ხშირად ჩნდება საზოგადოებაში.
გაგრძელება + ფოტო