წლევანდელი ფერის ტენდენცია კაშკაშა, ნათელ ფერებზე რომ მიგვითითებს, ეს არაერთხელ აღვნიშნეთ. მოდას კი აქტიურად ფეხს უწყობს მოდელი და მსახიობი ემილი რატაკოვსკი, რომელიც არ ერიდება თავის "ინსტაგრამგვერდზე" თამამი ფოტოების გამოქვეყნებას, რის გამოც ხშირად ყურადღების ცენტრში ხვდება.
ამჟამად მისი არჩევანი კომფორტულ სახლის თეთრეულზე შეჩერდა, ეს დილის ლუქი კი მის ძალიან კარგ გემოვნებაზე მეტყველებს. ვაღიაროთ, რომ ემილის სხეულზე ნებისმიერი კომპლექტი იდეალურად გამოიყურება.
მუქი ფირუზისფერი კომპლექტი - მაღალი შორტი და ტოპი ამერიკული ჭრილით - ძალიან კარგად გამოკვეთს მის ფორმებს. გასაკვირი არც არის ეს ყოველივე, ვინაიდან საქმე არა მარტო ამ ლამაზმანის მშვენიერ აღნაგობაშია, არამედ იმაშიც, რომ მას თავისი შექმნილი ბრენდის თეთრეული აცვია, "Inamorata"-ს კოლექცია კი, დამეთანხმებით, ყველა ქალბატონს საუკეთესოდ წარმოაჩენს, სხვაგვარად შეუძლებელიც კი არის.
წყარო