დიზაინერ ანუკი არეშიძეს ბოლო დროს ფერადი ტონები განსაკუთრებით შეუყვარდა. ღია შეფერილობის ნაცვლად ახლა უფრო პასტელურ ფერებს ამჯობინებს და სტილშიც ახალი ელემენტები იგრძნობა.
შეიძლება ითქვას, რომ "Oversize" ზედები, შარვლები და მოსაცმელები მისი გარდერობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა კლასიკურ, გამოყვანილ სამოსშიც ხშირად გვინახავს.
დიზაინერმა მწვანე ფერის სამოსს მსგავსი ფერის საყურე შეუხამა, რაც მინიმალისტური გადაწყვეტაა. ასეთი ტანსაცმელი ზედმეტი აქსესუარებით გადატვირთული ცხადია არც უნდა ყოფილიყო. "ლუქს" მუქი სათვალე და ვერცხლისფერი საათიც მოუხდა.
დიზაინერი სამოსს ორიგინალურ თმის სამაგრებსაც ხშირად უხამებს, რომელთა მეშვეობითაც საინტერესო ვარცხნილობას იღებს.