იმაში, რომ 26 წლის ისრაელელი ტოპ-მოდელი, ბარ რაფაელი შიშველი პოზირებს, უცნაური არაფერია. საკვირველი ის არის, რომ მოდელი შიდა თეთრეულის რეკლამას სრულიად შიშველი აკეთებს!
"ეი, ბარ, თეთრეული სადღაა?" - ხუმრობენ დასავლელი ჟურნალისტები მას მერე, რაც ახალი სარეკლამო რგოლი ნახეს, მაგრამ რაფაელი ამ ირონიაზე კომენტარს არ აკეთებს - მან ზუსტად იცის, რომ მისი შიშველი მეხუთე წერტილი უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს, ვიდრე ყველაზე სექსუალური თეთრეული.
ახლახან ლეონარდო დი კაპრიოს ყოფილმა სიყვარულმა, ბარ რაფაელმა შიდა თეთრეულის საკუთარი კოლექცია Under Me გამოუშვა. დღემდე რაფაელის ქმნილებას განსაკუთრებული კომერციული მოგება არ მოუტანია. ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მოდელმა, აბსოლუტურად შიშველს გაეღვივებინა მომხმარებლის ინტერესი.
"ჩემ მიერ შექმნილი თეთრეული შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიყენოთ. ის მეორე კანივითაა. არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე უბრალო, მოსახერხებელი, ხარისხიანი სამოსი. ჩვენებებში მონაწილეობისას უჩვეულო კონსტრუქციები მაცვია ხოლმე. ამიტომაც სახლში ყველაზე მარტივი სამოსის ტარება მიყვარს," - აღნიშნა ბარ რაფაელმა.
მისი კოლექცია შედგება შავი და თეთრი ბამბის თეთრეულისგან, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
აღსანიშნავია, რომ რაფაელი პირველი მოდელი არ არის, რომელმაც საკუთარი თეთრეულის ხაზი გამოუშვა. აქამდე ცნობილი იყო ჟიზელ ბიუნდჰენის, ელ მაკფერსონისა და სხვა მოდელების საცვლების კოლექციები.
იხილეთ ვიდეო: შიშველი ბარ რაფაელი თეთრეულის საკუთარი ბრენდის ვიდეორგოლში
იხილეთ ფოტოგალერეა