ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე პატარას უკვე მოუთმენლად ელოდებიან.
მშვენიერი მოდელი მეცხრე თვეშია და მთელი ამ პერიოდის მანძილზე აქტიურობით გამოირჩეოდა. ადამიანები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ორსულობა ქალს ამშვენებს და სინათლეს მატებს. თუ ჯანეტის ფოტოებს შევხედავთ, რთულია, ამ დებულებას არ დავეთანხმოთ.
მშვენიერი ქალბატონი ტყავის ქურთუკებს თავისუფალი სტილის კაბას მოხდენილად უხამებს, თანაც ისე, რომ ქამარიც მოახდინოს.
ჯანეტს ძალიან უყვარს თმის აქსესუარები, რაც მის გარეგნობას ხაზს უფრო მეტად უსვამს და მართლაც რომ უხდება.
გარდა ამისა, მოდელი კლასიკურ კაბებსაც სწორად არჩევს, რასაც ეს ფოტოც მოწმობს.
წყვილმა პატარას სქესი 7 იანვარს გაიგო. ჯანეტმა დაწერა, რომ გოგონას დედა გახდება.
აი, როგორ ეხმაურებიან ჯანეტის ახალ ფოტოებს მიმდევრები "ინსტაგრამზე":
"ქალს ასე უნდა ეცვას", "ყველაზე ლამაზი მის საქართველო", "ულამაზესია ეს გოგო", "ყველაფერს როგორ იხდენ".