მოდელები

თაკო ნაცვლიშვილის განსხვავებული იმიჯი და მოდური შტრიხები

თაკო ნაცვლიშვილის განსხვავებული იმიჯი და მოდური შტრიხები
წარმატებულ ქართველ მოდელს, თაკო ნაცვლიშვილს, „ინსტაგრამზე“ ამჟამად 293k. მიმდევარი ჰყავს. გულშემატკივრები მას ხშირად უწყობენ სიურპრიზებს, რაც ძირითადად ნახატების ჩუქებაში გამოიხატება.

ბოლო პერიოდში თაკომ შემოგვთავაზა ფოტო, განსხვავებული იმიჯით, რასაც გამომწერისგან ასეთი შეფასება მოჰყვა: „რომელი ზღაპრიდან ხარ?“.

ერთ-ერთმა მოდის ბლოგერმა ადრე აღნიშნა, რომ რთულია მიხვდე, თუ როგორი სტილი აქვს თაკოს, რადგან ძირითადად ჩვენებებზე /ან რეკლამისთვის გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. თუმცა, თუ მის „ინსტაგრამს“ გადახედავთ, თაკოს გემოვნების ამოცნობა არ გაგიჭირდებათ.






მოდელი მიმდევრებს ყოველდღიური რუტინის ამსახველ ფოტოებსაც უზიარებს, რასაც დადებითი
გამოხმაურება აქვს.

კარანტინის პერიოდი ხელოვნების მოყვარული ადამიანებისთვის ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდა. თაკო გატაცებულია ხელოვნებით და თავის გვერდზე საინტერესო ნამუშევრებსაც აზიარებს.
შეიძლება ითქვას, რომ ნაცვლიშვილი ის ქართველი მოდელია, რომლის მიმართაც ადამიანებს მხოლოდ დადებითი ემოციები ემეტებათ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93