მოდელები

3 წელი გავიდა! როგორ გამოიყურება "მის იტალია", რომელსაც ყოფილმა სახეზე მჟავა შეასხა (ფოტო/ვიდეო)

ჯესიკა ნოტარო სილამაზის კონკურსის, "მის იტალია" ფინალში გავიდა 2007 წელს. ამის შემდეგ მან კარიერა ტელევიზიაში აიწყო. ელიტურ წვეულებებს ესწრებოდა. სამი წლის წინ კი მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო: მანამდე და შემდეგ. ყოფილმა ბოიფრენდმა მას გოგირდის მჟავა შეასხა.


ჯესიკას დასავლეთ აფრიკაში მცხოვრებ ჟორჟ ედსონ ტავარესთან ჰქონდა რომანი. მათ ქორწილიც კი დაგეგმეს, მაგრამ 2017 წლის ზამთარში მან ჟორჟი მიატოვა და აუხსნა, რომ არ სურდა ტირანთან ცხოვრება. განშორების შემდეგ ჯესიკამ რამდენჯერმე დაწერა განცხადება პოლიციაში, რომ ძალიან ეშინოდა ტავარესის.
ნოტაროს თქმით, ჟორჟი ვერ ეგუებოდა დაშორების ფაქტს და შურისძიებით ემუქრებოდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ტავარესს ჯესიკასთან მიახლოება აუკრძალეს, მაგრამ ამან ის ვერ გადაარჩინა.
2017 წელს ჟორჟმა ჯესიკას საკუთარ სახლთან გოგირდის მჟავა შეასხა სახეზე.

თავდასხმის შედეგად ჯესიკამ თვალი დაკარგა, მაგრამ ექიმებმა მისი კანის აღდგენა მოახერხეს და ნაწიბურები თითქმის არ ეტყობა. იგი ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა "პირატული" თვალის ასაფარებლით, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი გახდა.

ჯესიკა ახლა საქველმოქმედო საქმიანობაში იღებს მონაწილეობას. ეხმარება ქალებს, რომლებმაც ოჯახური ძალადობა გამოიარეს. "ინსტაგრამზე" მას ხშირად აქვს ისტორიები ტირანიის მსხვერპლთა შესახებ.






ნოტარო ახლა ძალიან სიმპათიურ მამაკაცს ხვდება, რომლის სახელია მარკო!

Instagram: @gessicanotaroreal
წყარო: peopletalk
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93