"ჩემი პირველი ყდა" - ასე დაასათაურა მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ქალიშვილმა დევამ ფოტო, რომელიც "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. დევა ცნობილი ჟურნალის, "ELLE"-ის გარეკანზე გამოჩნდა. იხილეთ ფოტო
ამ ჟურნალის ყდა წლების განმავლობაში არაერთხელ დაუმშვენებია მონიკა ბელუჩის.
ახლა კი დევა გააქტიურდა ამ მიმართულებით - ის უკვე გადაიღეს "დოლჩე და გაბანას" სარეკლამო რგოლში და როგორც ჩანს, სამოდელო საქმიანობაში უფრო დიდი ენთუზიაზმით არის ჩართული.