მოდელები

ნანუკა გოგიჩაიშვილის ვიზუალისა და სტილის ევოლუცია (+ ფოტო)

ნანუკა გოგიჩაიშვილის ვიზუალისა და სტილის ევოლუცია (+ ფოტო)

31 წლის მოდელმა და "ვიცე მის საქართველო 2009" - ნანუკა გოგიჩაიშვილმა გასული წლის 20 სექტემბერს ჯვარი დაიწერა ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე. მსოფლიოში შექმნილი ეპიდმდგომარეობის გამო წყვილის ჯვრისწერის ცერემონია კახეთში გაიმართა, ყველა დაწესებული რეგულაციის გათვალისწინებით.

მოდელი საზოგადოების წინაშე გამოჩენის პირველივე დღიდან აქტიური განხილვის ობიექტი გახდა. ის პირველად "მის საქართველო 2009"-ის კონკურსში ვიხილეთ.
როგორც თვითონ აღნიშნავდა ერთ-ერთ მოდურ ჟურნალთან ინტერვიუში, ბავშვობიდან წონის პრობლემა ჰქონდა. პატარაობიდან მოყოლებული, მისი საყვარელი სიტყვა იყო: "გამარჯობა!" ყველას ღიმილით ესალმებოდა. მის ჭარბ წონაზე ოჯახში

ყველა დარდობდა, თუმცა პატარა მომავალ მოდელს მეზობლის ნათქვამიც კარგად ახსოვს, რომელმაც ნანუკას ოჯახი სასაცილო ფრაზით დაამშვიდა: "გაიზრდება და დაწვრილდებაო".

თითქმის ყველა სახეობის სპორტზე უვლია. ფიგურულ სრიალზე 13 წლამდე იარა. თხილამურებზეც კარგად დგება. მოდელობაზე არ უოცნებია, მაგრამ "ნატალიში" მივიდა. ძალიან მალე ჩვენებაზეც გამოვიდა უფროსი თაობის ცნობილ მოდელებთან ერთად. ყველაზე მეტ დროს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ატარებდა. დედ-მამის გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე, მოდელის თქმით, მშობლებს ყველაზე ხშირად ტელევიზორში ხედავდა.

ოცნებობდა, ამერიკაში კონკურსზე მოხვედრილიყო, რეალურ შანსად კი "მის საქართველოში" მონაწილეობა მიიჩნია. იმედი ჰქონდა, რომ ხუთეულში მაინც მოხვდებოდა. გაუმართლა, გახდა "ვიცე მის-საქართველო" და აღმოჩნდა "მის სამყაროზე", რომელიც ამერიკაში ტარდებოდა. თვლის, რომ დახვეწილი და კარგად ორგანიზებული კონკურსი იყო. ეს მართლაც ოცნების ახდენას უდრიდა! ამერიკაში ცხოვრებისას უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ნახა. შვიდი თვე მარტო იმყოფებოდა, ჰქონდა სხვადასხვა შემოთავაზებაც. ერთხელ vic­to­ria‘s sec­re­t-ის მაღაზიაში img-ის წარმომადგენელმა სავიზიტო ბარათი მისცა. რა თქმა უნდა, მივიდა. უთხრეს, რომ მაიამის ტიპაჟი იყო და იქ გამგზავრების შემთხვევაში წარმატებას მიაღწევდა, თუმცა ვერ გადაწყვიტა წასვლა. ამ ყველაფრის ახსნა ოკეანის გაღმიდან ოჯახისთვისაც ძნელი იყო. დედა დღემდე საყვედურობს, წარმატების კარს ხშირად შენ თვითონ კეტავო! სერიალში გადაღებაც შესთავაზეს, მაგრამ დაბრუნდა. თუმცა ამბობს, რომ ისევ წავა! სწორედ ამერიკაში ყოფნის დროს მოხვდა გავლენიანი გამოცემის, Es­qu­i­re-ის (hot­test wo­men in the world by co­un­try) სიაში. ეს მართლაც დიდი წარმატება იყო.

ამჟამად მოდელი პირად "ინსტაგრამგვერდზე" აქტიურად განაგრძობს გამომწერებისთვის საინტერესო ფოტოსესიების დემონსტრირებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოდის მიმდევარმა გოგონამ საკმაოდ დიდი ვიზუალური და სტილის ევოლუცია განიცადა, თავისი საარქივო ფოტოებიდან გამომდინარე. 
შედეგი თავად შეაფასეთ.

ნანუკა გოგიჩაიშვილი მიკონოზე ისვენებს (ფოტო)ნანუკა გოგიჩაიშვილის ყველაზე მოდური ლუქებინანუკა გოგოჩაიშვილის ნიუ-იორკული შთაბეჭდილებები სიურრეალისტური ფორმით -  Beaumondereportiori.ge - ნანუკა გოგიჩაიშვილი: ფულის გამო სიყვარულზე უარის თქმა არ  ღირს

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 10 /
სოფო
ამას ვინც წერს ბოროტია და სავსეა ეს ქვეყანა ბოროტებით და ბოღმით.ყველამ თავის ცხოვრებას, სინდის და ნამუსს მიხედოს ურჩევნია, სხვის ცხოვრების ქექვას და ნგრევას! კარმა დაგანგრევთ თქვენივე ბოროტება გაგიტაცებთ უბსკრულში!!! ჯერ არავის არაფერი შერჩენია!!!
20:45 / 07-02-2021
გამოხმაურება / 0 /
aburjga
ვამე... ნანაა....!!! ჰელპ!
18:07 / 06-02-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93