მოდელები

"სახლში ვიმშობიარე გაუტკივარების გარეშე და ბავშვსაც თავად ვზრდი" - ჯიჯი ჰადიდი VOGUE-ის გარეკანზე და საინტერესო ინტერვიუ

"სახლში ვიმშობიარე გაუტკივარების გარეშე და ბავშვსაც თავად ვზრდი" - ჯიჯი ჰადიდი VOGUE-ის გარეკანზე და საინტერესო ინტერვიუ
25 წლის მოდელი ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილის დაბადების შემდეგ პირველად გამოჩნდა ჟურნალის გარეკანზე - "ვოგის" მარტის ნომერი დაამშვენა.

"დიახ, დავთანხმდი გადაღებას, თუმცა არ ვაპირებ, ნულ ზომაზე დავდგე და არც მგონია, რომ მჭირდებოდეს ეს. დიდი წყალობაა, რომ დღეს მოდაში აღარ ვართ ვალდებულები, იდეალებზე სხვების წარმოდგენებს გავუწიოთ ანგარიში", - ამბობს ჯიჯი.

ინტერვიუში ისაუბრა ასევე იმაზე, როგორ შეცვალა დედობამ და როგორ მიმდინარეობდა მშობიარობა შინ, პენსილვანიის სახლში. მისი თქმით, 14 საათი გაგრძელდა ყველაფერი და მის გვერდით იყვნენ მისი მიჯნური და
ბავშვის მამა ზეინ მალიკი, დედა - იოლანდა, და - ბელა და ადგილობრივი ბებიაქალი. პატარა გოგონა ჰაი ვადაზე ერთი კვირით გვიან გაჩნდა.

"ველურ ცხოველს ვგავდი. ყველამ დაინახა ჩემ გარშემო, რომ თურმე ჩემში ესეც იყო... ვერც კი ვიგრძენი, როდის გამოვიდა ბავშვი, ისე დავიქანცე. უბრალოდ თვალები ავწიე და დავინახე, რომ ზეინს ეჭირა. საოცარი განცდა იყო".

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93