მოდელები

"სრულფასოვანი ცხოვრება მაქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, მეორე ნახევარიც მყოლოდა" - როგორ შეცვალა პანდემიამ კრისტი ყიფშიძე და რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობს?

"სრულფასოვანი ცხოვრება მაქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, მეორე ნახევარიც მყოლოდა" - როგორ შეცვალა პანდემიამ კრისტი ყიფშიძე და რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობს?
მომ­ხიბ­ვლე­ლი კრის­ტი ყიფ­ში­ძე წყე­ნას მა­ლე­ვე ივი­წყებს - ცუდ, უსარ­გებ­ლო ამ­ბებს გო­ნე­ბი­დან შლის. სურს, სამ­ყა­როს­თვის სა­სარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნი იყოს. მოს­წონს ახალ­გაზ­რდე­ბის დახ­მა­რე­ბა...

- კრის­ტი, პო­პუ­ლა­რო­ბის გან­ცდა პირ­ვე­ლად რო­დის და­გე­უფ­ლათ?


- ეს ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და: სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან­ვე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვი­ყა­ვი. თბი­ლი­სი მა­ინც პა­ტა­რა ქა­ლა­ქია - ყვე­ლას ვიც­ნობ­დი, მიც­ნობ­დნენ... შემ­დეგ უკვე სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. ხში­რად მქონ­და ინ­ტერ­ვიუ, ჩვე­ნე­ბა, გა­და­ღე­ბა... ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კის მქო­ნე უნდა იყო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად მი­ი­ღო. ზოგს "ვარ­სკვლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბა" ემარ­თე­ბა... პი­რა­დად მე, მივ­ხვდი, რომ "თავ­ში არ უნდა
აგი­ვარ­დეს"... სხვა­თა შო­რის, ტაქ­სი­ში რომ ვჯდე­ბი, ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მძღოლს უთ­ქვამს, - უი, იცით, თქვენ კრის­ტის ჰგავ­ხარ­თო. - კი-მეთ­ქი, - ვპა­სუ­ხობ ხოლ­მე. არც ვე­უბ­ნე­ბი, რომ მე ვარ, რად­გან ზოგ­ჯერ მე­ზა­რე­ბა (იღი­მის)... ერთხელ შინ რე­მონტს ვა­კე­თებ­დით. მუ­შე­ბი დე­და­ჩემს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - ვა­ი­მე, თქვე­ნი შვი­ლი იმ გო­გოს ძა­ლი­ან ჰგავს, მო­დე­ლი კრის­ტი რომ არი­სო. 

დე­და­ჩე­მი პა­სუ­ხობ­და, - რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ ჰგავს? კრის­ტი არი­სო. - უი, მარ­თლა?! ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, თუ ახლა მას­თან მო­ვი­დო­დი­თო, - უკ­ვირ­დათ (იცი­ნის)... კი­დევ ერთს და­ვა­მა­ტებ: გა­აჩ­ნია, პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­გორ გახ­დი, - რა გა­ა­კე­თე იმის­თვის, რომ ხალ­ხი გიც­ნობს, პა­ტივს გცემს და უყ­ვარ­ხარ. ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ბავ­შვე­ბი მო­დი­ან, ჩემ მი­მართ სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტა­ვენ. ეს ჩემ­თვის უც­ნა­უ­რია, რად­გან ბავ­შვე­ბი მო­დას კარ­გად არ იც­ნო­ბენ, მაგ­რამ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ვარ. "ინ­სტაგ­რამ­ზეც" ბევ­რი გო­გო­ნა მწერს, რჩე­ვებს მე­კი­თხე­ბა... ჩემი (თუნ­დაც მცი­რე) გა­მოც­დი­ლე­ბის მათ­თვის გა­ზი­ა­რე­ბა მსი­ა­მოვ­ნებს.

- ადა­მი­ა­ნის პი­რა­დად გაც­ნო­ბი­სას, თქვენს ყუ­რა­დღე­ბას პირ­ვე­ლად რა იქ­ცევს?

- თვა­ლე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტყვე­ლი და მთა­ვა­რი თვა­ლე­ბია. თვა­ლე­ბი­დან ბევ­რი რა­მის ამო­კი­თხვა შე­მიძ­ლია - ამის ნიჭი მაქვს (იცი­ნის). როცა ადა­მი­ანს ვუ­ყუ­რებ, უკვე ვხვდე­ბი, ის ჩემ მი­მართ რო­გორ არის გან­წყო­ბი­ლი, მა­ტყუ­ებს თუ არა... სხვა­თა შო­რის, და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ უკვე შე­მიძ­ლია ამო­ვი­კი­თხო, რო­გორ ხა­სი­ათ­ზეა ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც ის "ჩატ­ში" მწერს.

- ეს რო­გორ?

- თუ კარ­გად ვიც­ნობ და მას­თან ხში­რი მი­მო­წე­რა მაქვს, სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის, "სმა­ი­ლე­ბის", შე­ტყო­ბი­ნე­ბებს შო­რის პა­უ­ზე­ბის და მსგავ­სი პა­ტა­რა დე­ტა­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვხვდე­ბი, რო­გორ ხა­სი­ათ­ზეა. არას­დროს ვცდე­ბი. მი­კი­თხავს კი­დეც, - ცუდ ხა­სი­ათ­ზე ხარ-მეთ­ქი? - უი, სა­ი­დან იციო? - გა­ო­ცე­ბუ­ლა... 21-ე სა­უ­კუ­ნეა, თან - პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი, როცა ამ­დე­ნი თვეა, ჩა­კე­ტი­ლე­ბი ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბა და­ვი­წყეთ. მა­გა­ლი­თად, პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე და ეს მომ­წონს, რად­გან რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვა­ფა­სე... ცხა­დია, ყვე­ლა მე­გო­ბარს ყო­ველ­დღი­უ­რად ვერ და­ვუ­რე­კავ, ვერ ვნა­ხავ, მაგ­რამ თუ ვგრძნობ, ახლო მე­გო­ბა­რი კარ­გად ვერ არის, ვუ­რე­კავ. ამ მხრივ არას­დროს შევ­მცდარ­ვარ... ხომ ამ­ბო­ბენ, - ახლა მე­ხუ­თე გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­ვე­დი­თო? მგო­ნია, ნელ-ნელა კი­დევ რა­ღა­ცებს ვგრძნობ - ეს ში­ნა­გა­ნი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბია... ზუს­ტად ის უნა­რია, რომ­ლი­თაც შე­მიძ­ლია, ადა­მი­ა­ნის თვა­ლე­ბი­დან მივ­ხვდე, მას ჩემ­გან რა უნდა. უკვე 43 წლის ვარ. კი­დევ მო­მე­მა­ტე­ბა წლე­ბი და უფრო მეტ რა­მეს გა­ვარ­კვევ (იღი­მის)...

- სა­კუ­თა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა რო­მელ ასაკ­ში გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი კი­თხვაა... რა თქმა უნდა, ვგრძნობ, რომ მომ­ხიბ­ვლე­ლი ვარ, მაგ­რამ ეს პირ­და­პირ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, - სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა. სი­ტყვა "ლა­მა­ზი" არ მომ­წონს. მირ­ჩევ­ნია, ადა­მი­ა­ნი ში­ნა­გა­ნად ლა­მა­ზი იყოს, გა­რეგ­ნუ­ლად - სიმ­პა­თი­უ­რი, შარ­მი­ა­ნი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი. ვერ ვი­ტყვი, ლა­მა­ზი ვარ-მეთ­ქი, უფრო - ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, შარ­მი­ა­ნი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ვარ. ზოგს "სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის" და "ვულ­გა­რუ­ლო­ბის" მნიშ­ვნე­ლო­ბა ერ­თმა­ნეთ­ში ერე­ვა.

მთა­ვა­რია, ვულ­გა­რუ­ლი არ იყო, - მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად კი არა, ქცე­ვი­თაც. როცა ადა­მი­ა­ნი ლა­მა­ზად იქ­ცე­ვა, ეტყო­ბა, რომ კარ­გად აღ­ზრდი­ლია, კარ­გი ტი­პია (იღი­მის). ჩემი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბაც ალ­ბათ ბავ­შვო­ბი­დან "მო­დის" - თან­და­ყო­ლი­ლია, ამას ვერ მო­ი­პო­ვებ. ყვე­ლა ასაკს თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს. ადა­მი­ა­ნი იზ­რდე­ბა, სხვა ხიბ­ლი ემა­ტე­ბა... რო­გორც ალ­მა­სის ქვას თლი, თლი და ბო­ლოს ბრი­ლი­ან­ტად იქ­ცე­ვა, ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­შიც და­ახ­ლო­ე­ბით ასეა: სულ სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა იმუ­შაო. მა­გა­ლი­თად, თუ რა­ღა­ცის მოს­მე­ნა, წა­კი­თხვა მინ­და, ამას ვა­კე­თებ, სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხს გა­ვიც­ნობ, სა­უბ­რის თე­მებს, ენერ­გი­ას ვცვლით... ამ დროს თან­და­ყო­ლი­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა იხ­ვე­წე­ბა, რად­გან იცი, რო­გორ გა­ა­კონ­ტრო­ლო, შენი ენერ­გე­ტი­კა არ გა­ა­ფუ­ჭო...

- სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის შემ­დეგ რას აკე­თებთ ხოლ­მე?

- მაქ­სი­მუმ, სა­კუ­თარ ეზო­ში თუ ჩა­ვალ, ისიც - სა­რე­ცხის ამო­სა­ტა­ნად (იცი­ნის). ამ­ჟა­მად სხვას ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, სამ­წუ­ხა­როდ... 9 სა­ა­თის შემ­დეგ თა­ვის მოვ­ლის სა­ღა­მოს რუ­ტი­ნას ვი­წყებ: შხა­პის მი­ღე­ბა, სა­ცხის წას­მა ტან­ზე, სა­ხე­ზე... შე­იძ­ლე­ბა, ჩაი ან მუ­რა­ბა მი­ვირ­თვა - ღა­მით "მძი­მე" საკ­ვებს არ გე­ახ­ლე­ბით... ასე­ვე, ფილ­მს ვუ­ყუ­რებ, "ფე­ის­ბუკ­ზე" შევ­დი­ვარ ან მე­გო­ბარს ტე­ლე­ფო­ნით ვე­ჭო­რა­ვე­ბი (იცი­ნის). ვცდი­ლობ, 11 სა­ათ­ზე უკვე ლო­გინ­ში ვიწ­ვე და თუ მა­შინ­ვე არ და­ვი­ძი­ნებ, და­ვის­ვე­ნო მა­ინც.

- რო­გორ ფიქ­რობთ - შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე ნა­ხევ­რის გა­რე­შე სრულ­ყო­ფი­ლად ბედ­ნი­ე­რი იყოს?

- მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არ მყავს. მაქვს დიდი ოჯა­ხი: დედ-მამა, შვი­ლი... ჩემი დის ოჯა­ხი ჩვენს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს. ჩემს 2 დის­შვილ­თან ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, თით­ქოს 3 შვი­ლი მყავს... ამ­ჟა­მად მარ­ტო ვარ და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა მაქვს, მაგ­რამ ალ­ბათ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც მყო­ლო­და. ისე, ხომ გა­გი­გო­ნია - ადა­მი­ა­ნი მა­ინც მარ­ტო მო­დის ამ­ქვეყ­ნად და მარ­ტო მი­დი­სო?

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93