დავიდ კომას ახალი კოლექციის სახე ქართველი მოდელი ეთო მიგრიაულია (ვიდეო) - Marao

დავიდ კომას ახალი კოლექციის სახე ქართველი მოდელი ეთო მიგრიაულია (ვიდეო)

2021-03-05 10:13:38+04:00


ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული, რომლის ინტერესებსაც თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო Geomodels-ი წარმოადგენს, საერთაშორისო ბრენდის, David Koma-ს ახალი კოლექციის სახე გახდა.

4 მარტს მოდელი "კომას" ახალი, 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ონლაინჩვენების პოდიუმზე გამოვიდა.

როგორც "კომას" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ეთო მონაწილეობს კოლექციის პრეანონსშიც.

ცნობისთვის, David Koma-ს ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე ხელმძღვანელობს და ბრენდის სამოსს უცხოელი ვარსკვლავები ხშირად იცვამენ.