მოდელები

ვინ არის 17 წლის სამტრედიელი გოგონა, რომელმაც "არმანის“ ჩვენება გახსნა

ვინ არის 17 წლის სამტრედიელი გოგონა, რომელმაც "არმანის“ ჩვენება გახსნა
17 წლის ქართველი მოდელი ზინი ქაჯაია, რომელმაც მილანის მოდის კვირეულზე „ემპორიო არმანის“ ჩვენება გახსნა, ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელია.

"ჯორჯო არმანიმ შემამჩნია კასტინგზე და მითხრა: შენ გახსნი ჩვენებასო. ჩემ უკან ულამაზესი და უწარმატებულესი მოდელები იდგნენ, რომლებმაც ურთულესი გზა გაიარეს ამ სფეროში და მე, 17 წლის ახალბედა მოდელმა, გავხსენი ჩვენება, ეს ხომ წარმოუდგენელია? შემდეგ თავად მომკიდა ხელი და მომცა სამოსი, რომელიც ჩვენებაზე უნდა ჩამეცვა“.

ზინის თქმით, დაიბადა და გაიზარდა სამტრედიაში, სოფელ ჭაგანში და სკოლაშიც იქ სწავლობს.
ამჟამად მოდელი მეთერმეტე კლასშია.

"ერთი წლის წინ თბილისში ბაბუასთან მომიწია ჩამოსვლა. გარეგნობით გამორჩეული ბავშვი არ ვიყავი, მაგრამ სიმაღლის გამო სულ ყურადღების ცენტრში ვექცეოდი. 181 სანტიმეტრი ვარ და ყველა მეუბნებოდა, რომ აუცილებლად მოდელი უნდა გამოვსულიყავი და მეც ჩამებეჭდა გონებაში“, - აღნიშნავს ზინი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
მარიამი
ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ????❤️
19:30 / 28-03-2021
გამოხმაურება / 0 /
მზია თვალთვაძე
სულ წარმატებულად გევლოს შემდგომ საფეხურებზე.სულ ზევით ზევით მაღლა და ზემოთ საამაყო გოგონავ!!!!!❤❤❤
23:46 / 25-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93