მომხიბლავი ქართველი მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიძე უკვე შეეჩვია გერმანიაში არსებულ ცხოვრების რიტმს.
ცდილობს, რომ მისი დღეები მრავალფეროვანი იყოს და მხატვრულ გადაღებებსაც სიამოვნებით თანხმდება.
ის გერმანიაში ამჟამად თავის რჩეულთან ერთად ცხოვრობს და გამომწერებს "ინსტაგრამის" მეშვეობით, არაორდინარული, საინტერესო ფოტოებით ამარაგებს.
მოდელის რჩეული სანდრო ჭანტურიაა. სანდრო და ლიკუნა ერთი წელი შეყვარებულები იყვნენ და 2020 წელს ხელი მოაწერეს.
ცოტა ხნის წინ მან თავისი საყვარელი პერსონაჟის, ლილუს როლი მოირგო და გამომწერები აღაფრთოვანა, რადგან მართლაც ძალიან ჰგავს.
ფაქტია, რომ მოდელი ექსპერიმენტებს არ უშინდება და გერმანიაში წასვლამ მასში ახალი ინსპირაციის წყარო შექმნა.
ლიკუნა საკმაოდ თამამი ქალია და ცეცხლოვანი ფოტოების გამოქვეყნებაც ძალიან უყვარს.