ქართველი მოდელი თაკო ჩხეიძე უკვე წლებია დახვეწილი სტილით გამოირჩევა. უმშვენიერესი მოდელი საოცარ ფორმაშია, ყოველთვის გემოვნებიან სამოსს ირგებს და სტილის კარგი შეგრძნება აქვს. სამი შვილის დედა საზოგადოებაში ყოველთვის დახვეწილ ფორმაში ჩნდება და საქართველოში ერთ-ერთ ლამაზ ქალადაც ითვლება.
თაკო ჩხეიძის დახვეწილი სტილი და გემოვნებიანი "ლუქები"
უმშვენიერესი თაკო ჩხეიძე უმეტესად კლასიკურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. მოდელს ღია ფერის სამოსი, მინიმალიზმის სტილი მოსწონს.
თაკომ კარგად იცის, როგორი სამოსი უნდა მოირგოს. ნაცრისფერი ორეული მოდელს ძალიან უხდება.
ჩხეიძე 3 ბიჭის დედაა. ბიჭები ძალიან ჰგვანან დედას. თაკო მათ სურათებს სოციალურ ქსელში თითქმის არ დებს, თუმცა "ინსტაგრამ სთორებში" მათ ხშირად ვხვდებით.
მწვანე კაბაში გადაღებული სურათი თაკომ შემოდგომაზე გამოაქვეყნა, სადაც მოდელს გემოვნებიანად აცვია. თაკოს ნამდვილად კარგი სტილის შეგრძნება აქვს.
თაკო მძიმე მაკიაჟს არ ატარებს, მოდელს ეს არ სჭირდება. თვალის კონტური და ღია ფერის
თვალის ჩრდილები სრულიად საკმარისია.
ესეც მორიგი გემოვნებიანი "ლუქი" თაკოს გარდერობიდან, სეზონზე აქტუალური წითელი ბეწვითა და კლასიკური სათვალით.