მოდელები

როგორია 17 წლის სამტრედიელი გოგონას ყოველდღიური "ლუქი" - ზინი ქაჯაია D&G-სა და ARMANI-ს ჩვენებაზე გამოვიდა

როგორია 17 წლის სამტრედიელი გოგონას ყოველდღიური "ლუქი" - ზინი ქაჯაია D&G-სა და ARMANI-ს ჩვენებაზე გამოვიდა
17 წლის ქართველი მოდელი ზინი ქაჯაია, რომელმაც მილანის მოდის კვირეულზე „ემპორიო არმანის“ ჩვენება გახსნა ყოველდღიურად სადა, სპორტულ ჩაცმულობას ანიჭებს უპირატესობას.

მოდელი ცნობადი D&G-სა და ARMANI-ს ჩვენების შემდეგ გახდა. ზინი ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელია.

ნახეთ ზინი ქაჯაიას ყოველდღიური "ლუქი"

ზინი განსაკუთრებული ჩაცმულობით თანატოლებისგან არ გამოირჩევა. ის ძირითადად სპორტულ სამოსს ირგებს.
თუმცა გადაღებების გამო, ხშირად კლასიკური სტილის მორგებაც უწევს, რაც ძალიან უხდება.
გოგონა დახვეწილი გარეგნობით გამოირჩევა, რაც ცნობადი ბრენდების დიზაინერებს არ გამორჩენიათ და უამრავ პოპულარულ მოდელებისგან ახალბედა,
17 წლის გოგონა გამოარჩიეს.

მას სოციალურ ქსელში "ვარსკვლავ გოგონას" უწოდებენ და წარმატებას ულოცავენ.

ზინის თქმით, ბაბუასთან თბილისში სამტრედიიდან ჩავიდა და სამოდელო სააგენტოში გადაწყვიტა მისვლა.

"გარეგნობით გამორჩეული ბავშვი არ ვიყავი, მაგრამ სიმაღლის გამო სულ ყურადღების ცენტრში ვექცეოდი. 181 სანტიმეტრი ვარ და ყველა მეუბნებოდა, რომ აუცილებლად მოდელი უნდა გამოვსულიყავი", - ამბობს ზინი.

"ჯორჯო არმანიმ შემამჩნია კასტინგზე და მითხრა: შენ გახსნი ჩვენებასო. ჩემ უკან ულამაზესი და უწარმატებულესი მოდელები იდგნენ, რომლებმაც ურთულესი გზა გაიარეს ამ სფეროში და მე, 17 წლის ახალბედა მოდელმა, გავხსენი ჩვენება, ეს ხომ წარმოუდგენელია? შემდეგ თავად მომკიდა ხელი და მომცა სამოსი, რომელიც ჩვენებაზე უნდა ჩამეცვა“, - ამბობს ზინი ჟურნალ თბილისელებთან ინტერვიუს დროს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93