მოდელები

"ვნატრობდი, მათი სამოსი მქონოდა" - ლიკუნა ხაჭაპურიძის ცხოვრება გერმანიაში და თანამშრომლობა ცნობილ ბრენდებთან

"ვნატრობდი, მათი სამოსი მქონოდა" - ლიკუნა ხაჭაპურიძის ცხოვრება გერმანიაში და თანამშრომლობა ცნობილ ბრენდებთან
ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ფო­ტო­მო­დე­ლი და "ინფლუ­ენ­სე­რი" ლი­კუ­ნა ხა­ჭა­პუ­რი­ძე სან­დრო ჭან­ტუ­რი­ა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც კა­რი­ე­რა­ში ახა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. გარ­და უამ­რა­ვი მა­ღა­ლი კლა­სის ბრენ­დი­სა, ის "პრა­დას­თან" და The KARL LAGERFELD-თან თა­ნამ­შრომ­ლობს. 

- ლი­კუ­ნა, რა­ტომ გა­დახ­ვე­დი გერ­მა­ნი­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად?

- ჩემი მე­უღ­ლის ოჯა­ხი გად­მო­ვი­და გერ­მა­ნი­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და მეც გა­დავ­წყვი­ტე, მე­უღ­ლეს­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჰამ­ბურ­გში ზა­ფხულ­ში ჩა­მო­ვე­დით და ჯერ­ჯე­რო­ბით აქეთ ვა­პი­რებთ ყოფ­ნას. და­ო­ჯა­ხე­ბი­დან ერთ თვე­ში გერ­მა­ნი­ა­ში წა­მო­ვე­დით. ჩემი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შე­იც­ვა­ლა - უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი,
ახა­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო.

რომ მოვ­დი­ო­დი, ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. ვფიქ­რობ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვტო­ვებ ყვე­ლა­ფერს, რო­გორ უნდა ვიყო ახალ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არა­ვინ მიც­ნობს, მე­გობ­რე­ბი არ მყავს?! ვფიქ­რობ­დი, რომ აღარ ვიქ­ნე­ბო­დი ისე­თი მო­თხოვ­ნა­დი ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რო­გორც კი ჩა­მო­ვე­დი, ბევ­რი კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე. ჩემი ქმა­რი ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია და მას­ზე ახ­ლო­ბე­ლი არა­ვინ მყავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­გობ­რე­ბის და­ნაკ­ლისს მივ­სებს და სულ და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და და ახ­ლაც მაქვს დეპ­რე­სი­უ­ლი მო­მენ­ტე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა ცუდი ამინ­დე­ბია. ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ გერ­მა­ნი­ას სჩვე­ვია დეპ­რე­სია და ასეც არის.

- შენ­მა ქორ­წი­ნე­ბამ ძა­ლი­ან ჩუ­მად ჩა­ი­ა­რა...

- ქორ­წი­ლი არ მქონ­და. პან­დე­მია და­ემ­თხვა და თან გერ­მა­ნი­ა­ში მა­ლე­ვე მოვ­დი­ო­დით. არც მი­მაჩ­ნია სწო­რად, რომ პან­დე­მი­ის დროს ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დოთ. მე და სან­დროს ბევ­რი მე­გო­ბა­რი გვყავს. ამი­ტომ პა­ტა­რა ქორ­წი­ლი არ მინ­დო­და. ვე­ლო­დე­ბით იმ პე­რი­ოდს, როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­იხ­სნე­ბა.

ძა­ლი­ან კარ­გია თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, და­ვის­ვე­ნე და დავ­წყნარ­დი. ბევ­რის­გან მსმე­ნია, რომ თა­ნა­ცხოვ­როება რთუ­ლია, მერე ნა­ხავ, რაც მოხ­დე­ბა... მინ­და ვთქვა, რომ ბევ­რად უკე­თე­სი ყო­ფი­ლა ერ­თად ცხოვ­რე­ბა, ვიდ­რე ცალ-ცალ­კე. ვი­ცო­დი, რომ ასე კარ­გად ვი­ცხოვ­რებ­დით, მაგ­რამ ამ­დე­ნად კარ­გი თუ იქ­ნე­ბო­და, არ მე­გო­ნა. მარ­თლა ერ­თმა­ნე­თის­თვის ვართ შექ­მნი­ლე­ბი, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ფერ­ში გა­ვუ­გოთ ერ­თმა­ნეთს და გა­ვა­ხა­როთ.

- ცნო­ბილ ბრენ­დებ­თან თუ თა­ნამ­შრომ­ლობ?

- ნელ-ნელა უფრო და უფრო დიდი ბრენ­დე­ბი მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან და ჩემ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ "პრა­დამ" გა­მო­მიგ­ზავ­ნა ნივ­თე­ბი, "კარლ ლა­გერ­ფელდთან" და­ვი­წყე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ბევ­რი ისე­თი ცნო­ბი­ლი და მა­ღა­ლი დო­ნის ბრენ­დი და­მი­კავ­შირ­და, რო­მლებ­ზეც მხო­ლოდ ოც­ნე­ბა თუ წარ­მო­მედ­გი­ნა. ვნატ­რობ­დი, მათი სა­მო­სი მქო­ნო­და და ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ­დით.

ამ ყვე­ლა­ფერ­მა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც შემ­მა­ტა. ამ ბრენ­დე­ბის­თვის ვქმნი "კონ­ტენტს", მაგ­რამ რა­საც მათ­თვის ვი­ღებ, ყვე­ლა­ფერს არ ვდებ "ინ­სტაგ­რამ­ზე". სპე­ცი­ა­ლუ­რი შეკ­ვე­თე­ბი აქვთ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დე არ შემ­ხვედ­რია და არ ვი­ცო­დი. ვი­ღებ მათ­თვის და შექ­მნილ "კონ­ტენტს" ვუგ­ზავ­ნი. თუ ფო­ტო­ებს "ინ­სტაგ­რამ­ზე" არ დავ­დებ, მა­გა­ში თან­ხას იხ­დი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემს თავს ვუ­წო­დე "კონ­ტენტ მე­ი­ქე­რი", რაც რე­ა­ლუ­რად ვარ.

- მე­უღ­ლე რამ­დე­ნად გეხ­მა­რე­ბა?

- მე­უღ­ლე ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლია, ფო­ტო­ე­ბის 90%-ს სან­დრო მი­ღებს. როცა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე მწე­რენ, წე­რი­ლებ­საც ეგ პა­სუ­ხობს. ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა და ხელს მი­წყობს, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

- რო­გორ ახერ­ხებ ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში ყოფ­ნას?

- ჭა­მა­ზე ვგიჟ­დე­ბი, ისე მიყ­ვარს, ჭკუა მე­კე­ტე­ბა და თან, სულ მე­ზა­რე­ბა ვარ­ჯი­ში. თა­ვი­დან, გერ­მა­ნი­ა­ში რომ ჩა­მო­ვე­დით, მადა დავ­კარ­გე, სა­ერ­თოდ ვერ ვჭამ­დი და ისე გავ­ხდი, ვერც შე­ვამ­ჩნიე. სხვე­ბი რომ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რა გამ­ხდა­რი ხარო, არც მჯე­რო­და, მაგ­რამ მერე, როცა სას­წო­რი ვი­ყი­დე, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ 46 კილო ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ უკვე მაგ წო­ნი­დან 6 კილო მაქვს მო­მა­ტე­ბუ­ლი. ახლა ვვარ­ჯი­შობ და სწო­რი კვე­ბა და­ვი­წყე. თუ ავიშ­ვი და მო­ვი­მა­ტე, მერე ვი­ტან­ჯავ თავს, რომ ფორ­მა­ში ჩავ­დგე.
იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93