წარმატებულ მოდელს, მატილდა გვარლიანს, სოციალურ ქსელში ბევრი უკვე კარგად იცნობს. მის ფოტოები და ვიდეოები ყოველთვის უამრავ კომენტარსა და კომპლიმენტს იმსახურებს. მატილდას სამოდელო სფეროში Baby Face-ად მოიხსენიებენ, რადგან მას, ასაკთან შედარებით, პატარა შეხედულება აქვს, თუმცა ამას ახალგაზრდა მოდელისთვის ხელი არ შეუშლია, ეთანამშრომლა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ.
როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი სამ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს: Look Modéls Managemént (საქართველო), Munich Models (გერმანია) და Uno Models (ესპანეთი). მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა.
მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.
მატილდა გვარლიანი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“ აქტიურობს და 105 000 გამომწერს საკუთარ ფოტოებსა და წარმატებებს მუდმივად უზიარებს. ახალგაზრდა მოდელი ძმასთან ერთადაც ხშირად პოზირებს და მასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოებსაც აქვეყნებს. „საოცარი გოგო-ბიჭი“, „ყველაზე ლამაზი და-ძმა“, „სილამაზის ზეიმი“ - წერენ გულშემატკივრები. როგორც აღმოჩნდა, დავით გვარლიანი წარმატებული დის ყველაზე დიდი გულშემატკივარია, თუმცა თაყვანისმცემელთა ნაკლებობას არც თავად უჩივის. მატილდა და დავითი გარეგნობით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და, როგორც თავად ამბობენ, ხასიათიც მსგავსი აქვთ.
მატილდას, მოდელობის პარალელურად, ექიმობა სურს, დავითმა კი სამხედრო სფერო აირჩია. გამომწერები და-ძმას წარმატებას უსურვებენ და მათ მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ.