მოდელი ანა ახვლედიანი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ პოპულარულია.
ცოტა ხნის წინ მას ახალი ფოტოსესია ჰქონდა და ულამაზესი ფოტოები შემოგვთავაზა.
ანამ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება. მიზეზი კი ის არის, რომ ანას მეუღლეს ზოგადად ფოტოების გადაღება არ უყვარს.
მშვენიერ მოდელს გამომწერებმა სხვადასხვა კითხვა დაუსვეს, მათ შორის კი იყო კითხვა - აპირებს თუ არა კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ ეს მის გეგმებში ნამდვილად შედის. ამ პასუხმა, რა თქმა უნდა, დიდი სიხარული გამოიწვია.
ანა ახვლედიანის და გიგი ბერაიას უსაყვარლესი, უმშვენიერესი გოგონა - ევა, „ინსტაგრამის“ ვარსკვლავია.
მის ახალ ფოტოებს გამომწერები მოუთმენლად ელიან და პატარა პრინცესას ულამაზესი კომპლიმენტებით ავსებენ.
ლამაზი ოჯახის მიმართ მუდმივად თბილი განწყობაა და იმის მოლოდინი, თუ როდის რა სიახლეს შემოგვთავაზებენ, რომ დადებითი განწყობა შეგვექმნას.