19 წლის ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ. ის პუპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ძნელი გასარჩევია, რომელია დედა და რომელი - შვილი.
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ლორენა ზოიძეს რჩეულმა ხელი ორიგინალურად სთხოვა. "მოხდა ისე, რომ ეს ინფორმაცია მივიდა მის ყურამდე, რომ მის დაბადების დღეზე ვაპირებდი ხელის თხოვნას. ჩავვარდი საგონებელში, რადგან რომ არ მეთხოვა, უხერხული იყო და ორიგინალური უნდა ყოფილიყო, რომ ემოციები გამოეწვია მასში. ამიტომ ერთ-ერთ სასტუმროში აკვალანგისტს ვთხოვე დახმარება", - ამბობდა ლორენას საქმრო აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას. რამდენიმე დღის წინ კი მოდელმა საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“ კადრები ხელის მოწერის ცერემონიიდან გამოაქვეყნა.
ლორენა ზოიძეს ხელის მოწერის დროს არატრადიციული, სადა, მოკლე თეთრი კაბა ეცვა. როგორც ჩანს, ეს გამომწერებისთვის განხილვის საგანი გახდა. „რატომ ასეთი კაბა ქორწილის დღეს“ - სწერენ მოდელს. ლორენამ კი კითხვას ასე უპასუხა: „ხელის მოწერა მქონდა და, ვფიქრობ, ტორტის კაბით არ უნდა მივსულიყავი იქ“.