მოდელები

„თვალს რომ გადევნებ, შენი სიძლიერე ყოველთვის მეუბნება - ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება“ - რას წერენ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თიკო ჩხეიძეს „ინსტაგრამზე“

„თვალს რომ გადევნებ, შენი სიძლიერე ყოველთვის მეუბნება - ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება“ - რას წერენ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თიკო ჩხეიძეს „ინსტაგრამზე“
მოდელ თიკო ჩხეიძისა და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის ოჯახში სამი წლის წინ ტრაგედია დატრიალდა. მათ 9 წლის გოგონას დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მას შემდეგ თიკო ჩხეიძისთვის ტკივილთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალი წიგნის დაწერა აღმოჩნდა: „ჩემი წიგნი არ არის სიკვდილზე, ტატას ეს არ მოუხდებოდა... ჩემი წიგნი არის იმაზე, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ“ - ამბობდა მოდელი.



ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, მოდელის მეგობრები თუ უცნობი ადამიანები კი მუდმივად აღნიშნავენ, რომ თიკო
ძალიან ძლიერი და პოზიტიური ადამიანია. მისი პირადი თუ ოჯახური ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას იმსახურებს.



გამონაკლისი არც თიკო ჩხეიძის ბოლო ფოტოა, სადაც გამომწერები ხაზს უსვამენ მოდელის როგორც გარეგან, ისე შინაგან სილამაზესა და სიძლიერეს: „როგორ ავსებ ამ ცხოვრებას შენი პოზიტივით, სიძლიერით! ძალიან გადამდები ხარ, თიკო, ცხოვრების თერაპია ხარ ნამდვილად. შენ რომ გადევნებ თვალს, შენი სიძლიერე ყოველთვის მეუბნება: ნებისმიერი სიძნელის მოგვარება შეიძლება. ჩემთვის და, მემგონი, უმრავლესობითვის, დიდი სტიმული ხარ, ძალიან მინდა, სულ გახარებდეს ყველაფერი შენს ცხოვრებაში“, „აი, ასეთი თიკო“, „თიკო, ულამაზესი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93