მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს თურქეთში ატარებს, ულამაზეს ფოტოებს კი „ინსტაგრამის“ საშუალებით გულშემატკივრებსა და გამომწერებსაც უზიარებს.
„ზაფხულო, მიყვარხარ“ - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში და ფოტოებს თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტიდან, ალაქატიდან აქვეყენებს. სალომეს „ინსტაგრამიდან“ ჩანს, რომ მან რუჯის მიღება უკვე მოახერხა და ზაფხულის ფერად სამოსსაც იდეალურად ირგებს.
სალომე ღვინიაშვილის ფოტოებს გამომწერების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება და უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა: „ეს გოგო ახლოდან ნანახი ისეთი ლამაზი და საყვარელია, ფოტოზე არაფერია იმასთან“, „რა მაგარი ფერი გაქვს“, „ულამაზესი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.