მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში იმყოფება. მიუხედავად მანძილისა, ნანუკა გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს.
ორსული ნანუკა გულშემატკივრებისგან კომპლიმენტებითა და დადებითი კომენტარებით განებივრებულია. მას ხშირად სწერენ, რომ შესანიშნავ ფორმაშია და ფანტასტიკურად გამოიყურება. ამჯერად მოდელი გამომწერების კითხვებს პასუხობს და ორსულობის შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
როგორც მოდელი წერს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერვე თვეშია, მას და მის მეუღლეს ბავშვის სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ და ამის გამო ძალიან ღელავს. ერთ-ერთი გამომწერის რჩევას, რომ თუ ბიჭი ეყოლება, გოგიჩა დაარქვას, ნანუკა ასე პასუხობს: „გოგიჩობას სქესი რად უნდა, ისედაც გოგიჩაა“.
ნანუკა, გულშემატკივრების თხოვნით, „ინსტაგრამსთორიში“ ძველ ფოტოსაც აზიარებს, სადაც ორსულობის მეხუთე თვეშია. „სუნამოებზე გაგიჟება არც ორსულობამდე მქონია, მაგრამ არანაირი გადაჭარბებული სიყვარული ან აუტანლობა რაიმე სურნელის ან საჭმლის მიმართ არ დამმართნია“ - წერს მოდელი. ის "სტრიების" შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ პრევენციისთვის ბევრ წყალს იღებს და რამდენიმე პროდუქტსაც იყენებს. კითხვებთან ერთად, ნანუკა კომპლიმენტებსაც იღებს: „მისაბაძი პიროვნება ხარ, ძალიან მიყვარხარ, იმედია, სადმე შეგხვდებით“, „უბრალოდ საოცარი ორსული ხარ“, „ძალიან კარგი დედა იქნები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ნანუკა პირად ცხოვრებას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. საკუთარ ურთიერთობაზე მან საჯაროდ 2019 წელს ისაუბრა, როც „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ნიშნობის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, დიდ ტრაგედიასთან ერთად, რომელიც მამის, გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებით იყო გამოწვეული, მოდელს დიდი სიხარულიც ეწვია და მას რჩეულმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ ხელი მოულოდნელად სთხოვა.