ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს. კითხვები მოდელის პირადი ცხოვრების შესახებ მუდმივად ისმის, თუმცა ის ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობს. როგორც გასულ წელს გახდა ცნობილი, თაკოს რჩეული ოთო ხუროძეა.
განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს თაკო ნაცვლიშვილის ახალი ფოტოები, სადაც ის საცურაო აუზის წინ პოზირებს. „არსებობს შენზე ლამაზი ვინმე?!“, „ღვთაებრივი გოგო“, „ძალიან მომხიბვლელი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
თაკო ნაცვლიშვილი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო საფრანგეთსა და იტალიაში არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა. მისი განსაკუთრებული გარეგნობა კი, როგორც თავად აღნიშნავს, უმეტესად, სწორი კვებისა და ვარჯიშის დამსახურებაა.