მოდელები

„ლამაზი, მაგრამ მტკივნეული“ - ირინა შეიკის ტყავის კორსეტმა მსოფლიო აალაპარაკა

„ლამაზი, მაგრამ მტკივნეული“ - ირინა შეიკის ტყავის კორსეტმა მსოფლიო აალაპარაკა
თუ ირინა შეიკს ჰკითხავთ, რომელია მისი საყვარელი სამოსი, ის აუცილებლად გიპასუხიებთ, რომ კორსეტი! ის კორსეტს ატარებს ყველგან, მეგობრებთან შეხვედრისას, წვეულებებზე და ამით საკუთარი სხეულის ფორმებს კიდევ უფრო გამოკვეთს.


ბოლო დრომდე კორსეტების „დედოფლად“ ბელა ჰადიდი მიიჩნეოდა, რომელიც მას იცვამს ყველგან - გადაღებაზე, ფილმის პრემიერაზე, დაბადების დღეზე, ჟურნალისტთან ინტერვიუზე... იცვამს ყველაფერზე - გამჭვირვალე მაისურზე, პერანგზე, საღამოს კაბაზე... თუმცა სოციაულ ქსელში გავრცელებული ფოტოებით ირინა შეიკმა ეს ტიტული ბელას დამსახურებულად ჩამოართვა.


აღსანიშნავია, რომ ირინა შეიკი კორსეტებს ყველასგან განსხვავებულად ირგებს.
მას ურჩევნია, ვიწრო, ტანზე მომდგარი კორსეტი დაბალწელიან ჯინსს შეუხამოს. ასეთი კომბინაციით ის განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას გრძნობს, ხოლო მისი იდეალური სხეულით მოხიბლული გულშემატკივრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ.


35 წლის მოდელის ბოლოს გავრცელებული ფოტოები სუნთქვას შეგიკრავთ არამხოლოდ აღტაცებისგან, არამედ „ტკივილისგანაც“ – Bvlgari-ს წვეულებაზე მისულ ირინას LaQuan Smith-ის ბრწყინვალე ნარინჯისფერი კორსეტი ეცვა. კორსეტი მოდელს ტანზე იმდენად მჭიდროდ ეკვროდა, რომ მისი მკერდი და წელი განსაკუთრებულ ფორმებს იძენდა. გულშემატკივრები კი წუხდნენ, რომ მას ასეთი მსხვერპლის გაღება სულაც არ სჭირდება და წერდნენ, რომ ის ამ ვიწრო კორსეტში, ალბათ, ძალიან იტანჯებოდა.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ჟანა დარკი.
დოროყას მაინც ვერ სჯობს.
11:52 / 14-09-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93