ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იმსახურებდა მისი ურთიერთობა ფეხბურთელ ბესო ქარდავასთან, თუმცა ეს კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა და ისინი მალევე დაშორდნენ. ირინა ონაშვილი არაერთ ცნობილ მამაკაცთან დააწყვილეს, თუმცა მოდელმა პოლიტიკოს ლადო ვარძელაშვილზე იქორწინა და მათ ორი შვილი, საბა და დათუნა ჰყავთ.
ოჯახური ცხოვრების პარალელურად, ირინა აქტიურად განაგრძობს საკუთარ საქმიანობას და არაერთ გადაღებაში იღებს მონაწილეობას, ულამაზეს კადრებს კი გულშემატკივრებსაც ხშირად უზიარებს: „ქალი რომელიც მოკრძალებულად ჩაცმულიც შეუდარებელია!!! არც ის მგონია ოდესმე ყველა დროის ულამაზესი მის საქართველოს ტიტული ვინმემ ჩამოგართვას!”, „მშვენიერება ხარ“, „მიხარია, რომ ქართველი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.