„ესეც 29!“ - როგორ აღნიშნავს მანიკა ასათიანი დაბადების დღეს (ვიდეო) - Marao

„ესეც 29!“ - როგორ აღნიშნავს მანიკა ასათიანი დაბადების დღეს (ვიდეო)

2021-09-24 11:55:00+04:00

მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.

ამჯერად მანიკა ასათიანი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს: „ესეც 29! ბედნიერი დაბადების დღე მე“ - წერს ტელეწამყვანი. მანიკა დღეს იუბილარია. ის 29 წლის გახდა და მეგობრებისგან უკვე არაერთი მილოცვა მიიღო: „მანიკა, გილოცავ, ბედნიერი იყავი“, „ყოველთვის ასე იკაშკაშე“, „მზე გოგო ხარ, საოცრება“ - წერენ „ინსტაგრამზე“.