მოდელები

„ულამაზესი ორსული... რა საოცარი ხარ“ – 9 თვის ორსული „მის საქართველო", თამთა შედანია ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„ულამაზესი ორსული... რა საოცარი ხარ“ – 9 თვის ორსული „მის საქართველო", თამთა შედანია ახალ ფოტოებს აქვეყნებს
„მის საქართველო 2012“, "მის სამყაროსა“ და "მის მსოფლიოს" მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.



ამჯერად 9 თვის ორსულმა თამთა შედანიამ სტუდიური ფოტოსესია მოაწყო და ულამაზესი კადრები მეგობრებსაც გაუზიარა. მისმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი და კომპლიმენტი დაიმსახურა: „რა საოცარი ხარ, თამთა“, „ულამაზესი ორსული“, „ბედნიერი დედა იყავი“, „რა შთამბეჭდავი ფოტოებია“ - წერენ „ფეისბუკზე“.




როგორც ცნობილია,
თამთა შედანია რამდენიმე თვის წინ 34 წლის რატი რატიანზე დაინიშნა. რატი პროფესიით ინტერიერის დიზაინერია და, თამთასგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში ატიურობით არ გამოირჩევა. სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე ამცნო, ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93